სიახლეები Bugatti Mistral-მა სიჩქარეში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა(ვიდეო) 18 ნოემბერი, 16:54
Bugatti-მ გამოაცხადა ახალი მსოფლიო რეკორდი სიჩქარეში ღია სახურავიან სერიულ ავტომობილებს შორის.
გერმანიის ქალაქ პაპენბურგში მდებარე ავტოდრომზე 1600 ცხენის ძრავის მქონე Mistral როდსტერმა 453, 91 კმ/სთ- სიჩქარე განავითარა.ამით მოიხსნა წინა შვიდწლიანი რეკორდი.
არსებითად, Bugatti-მ დაიბრუნა ტიტული, როგორც ყველაზე სწრაფი როდსტერი მსოფლიოში. ჯერ კიდევ 2013 წელს, იგივე მძღოლმა ენდი უოლასმა შეძლო და მიაღწია 408, 8 კმ/სთ- სიჩქარეს "Veyron Grand Sport Vitesse"-თი. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ აშშ-ში, ამ მიღწევას აჯობეს ჰენესის ტიუნერებმა: მათმა Venom GT სპაიდერმა 427 კმ/სთ. სიჩქარის ნიშნულს მიაღწია.
"ბუგატი", როგორც წესი, არ ამხელს კლიენტის შეკვეთილი მანქანების ღირებულებას. თუმცა, ამ შემთხვევაში, გამონაკლისი გაკეთდა: შავი და ნარინჯისფერი Bugatti Mistral უხვად გაწყობილი კარბონით, მის მფლობელს, კოლექციონერს ინდოეთიდან, 14 მილიონი ევრო დაუჯდა. რეკორდსმენი მანქანის მფლობელი რბოლას ესწრებოდა და როგორც კომპანია "ბუგატის" წარმომადგენელი ამბობს, ღონისძიებაში მონაწილეობაც მიიღო. მას შემდეგ რაც რეკორდი ოფიციალურად დამყარდა, ენდი უოლესმა ისევ ტრასაზე გაიარა, ამჯერად მგზავრის სავარძელში მფლობელთან ერთად. ამტკიცებენ, რომ ჰიპერკარი მეორედ თითქმის იმავე სიჩქარეზე აჩქარდა და ეს მცდელობა არაოფიციალურად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მგზავრობად მგზავრთან ერთად ღია სახურავიან ავტომობილში. 208 2-ს მოსწონს
|