x
image
Culture Express
როგორ შევინარჩუნოთ მომხიბვლელობა ასაკში - რჩევები კირა ანდრონიკაშვილისგან
image
კირა ანდრონიკაშვილი ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში არაერთხელ დასახელებულა, მისი გარეგობა, ელეგანტურობა, პიროვნული თვისებები თუ დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ ყოველთვის იწვევდა გარშემომყოფების აღბრთოვანებას. კირა ანდრონიკაშვილი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, სამსახიობო განათლება არ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად ქართულ კინოში ოცზე მეტი როლი შეასრულა და მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. დღემდე ყველას ახსოვს მის მიერ განსახიერებული როლები ფილმებში: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მთვარის მოტაცება", "ერთი ცის ქვეშ" და ა.შ

მისი სილამაზე ყურადღებას სულ პატარა ასაკიდან იმსახურებდა. მის ასაკს არ გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით, რომ დღეს ის დიდი ბებიაა და ყველასათვის საყვარელი ქალბატონი დღესაც შესანიშნავად გამოიყურება..

გთავაზობთ რჩევებს კირა ანდრონიკაშვილისგან, თუ როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე და მომხიბვლელობა ასაკში

image


Facebook-ზე არსებობს მსახიობის ფანების გვერდი - კირა ანდრონიკაშვილი Kira Andronikashvili სადაც ხშირად ხდება კირა ანდრონიკაშვილის რჩევებისა თუ მოსაზრებების განთავსება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

image

კირა ანდრონიკაშვილის რჩევები, სილამაზისა და მომხიბვლელობის შესანარჩუნებლად:

დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს ნებისმიერ ასაკში, ეს მე სულ ახალგაზრდობიდან მქონდა შესისხლხორცებული, რომ აუცილებელი იყო ძილი ჩემთვის. დღის განმავლობაში, როდესაც საქმეს ვაკეთებდი და თავისუფალი დრო მქონდა, ან ვთქვათ სადმე მივდიოდი: თეატრში ან კინოში, წასვლის წინ, სანამ მომზადებას დავიწყებდი 10-15 წუთი უნდა დამეძინა, ეს დრო საკმარისია, რომ დაისვენოს გონებამ და ორგანიზმმა. ერთხელ ჩემს მეგობარ ექიმს, პროფესორს მოვუყევი, შუადღისით სანამ სადმე წავალ ასე 10-15 წუთს ვიძინებ მეთქი, მითხრა, ჩვენ სპეციალურად ვუნიშნავთ ამას პაციენტებს, რეჟიმს ვუდგენთ და შენ შენით შეგიმუშავებიაო.

image

დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას ადამიანისთვის. განწყობის თეორია ტყუილად ხომ არ დაწერა უზნაძემ.. უნდა ეცადო შენი თავი შენთვითონვე გაამხნევო, როცა დილით იღვიძებ, კარგად ხარ, შვილები ჯანმრთელად გყავს ეს ბედნიერებაა. იცით ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ცოტა ვერ ვყოფილვარ კარგად, დაურეკავს ნაცნობს და პირდაპირ ასე უკითხავს: ცუდად ხარ? ამ დროს, როგორი ცუდადაც არ უნდა ვიყო, არ ვიტყვი რომ კი, არა კარგად ვარ - თქო, ასე ვპასუხობ.


image

გარეგნობაში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, იმიტომ კი არა, რომ მე ვინმე ისეთი მყავდა და ჩემს წინაპრებს ვაქებ, უბრალოდ ასეა, მნიშვნელობა აქვს კუნთს, აგებულებას. ამ ყველაფერთან ერთად კი შინაგან მდგომარეობას, თუ როგორ ხარ შინაგანად, როდესაც გშურს სხვისი ლამაზი ვერ იქნები. ასევე ზომიერება ყველაფერში საჭიროა, მე ერთ ახალგაზრდა გოგოს ვუყურებდი, რომელიც გაუთავებლად ერთი სილამაზის პროცედურიდან მეორეზე გადადიოდა ფიზიკურად ალბათ იქნებოდა პროცედურების შემდეგ ლამაზი, მაგრამ შინაგანად ძალიან დაღლილი იქნებოდა.


(ფოტო: მარი ნაკანი მამასახლისი)

image


სიგარეტი ძალიან ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას, ამას ლაპარაკი აღარ უნდა, მე ყოველთვის მერჩია, რომ ფეხით მევლო, მაშინ როცა გაბრაზებული ვიყავი რამეზე და ასე გამოვსულიყავი მდგომარეობიდან, ვიდრე სიგარეტი მომეწია..


ფოტო: Facebook გვერდიდან: კირა ანდრონიკაშვილი Kira Anronikashvili

image

0
151
შეფასება არ არის
ავტორი:Culture Express
Culture Express
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0