საზოგადოება ელიავას ბაზრობაზე შპალერის განყოფილება დაიწვა 2018, 18 მაისი, 22:39 . ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - ცეცხლი 120 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
.
გავრცელებული ცნობით, ცეცხლი შპალერების მაღაზიას დღეს საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გაუჩნდა და სრულად დაიწვა.
.
მეწარმეების ინფორმაციით, განადგურებულია ათასობით ლარის პროდუქცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე, უცნობია. მაღაზიების მფლობელების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მათთვის უცნობია. მათ ამ ეტაპზე მაღაზიებში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
.
ელიავას ბაზრობაზე ხანძრისგან არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგეენლმა ნოდარ ჭუმბაძემ ადგილზე განუცხადა.\
.
"მივიღეთ შეტყობინება ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე გამოცხადდა 8 ერთეული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი. ხანძარი გავრცელებული იყო შპალერების მაღაზიებში, 100-120 კვადრატულ მეტრზე. დაშავებული არავინაა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", - განაცხადა ნოდარ ჭუმბაძემ.
21 შეფასება არ არის
|