x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138980
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
ხალხური მეთოდები აკნეს წინააღმდეგ
image

სახეზე გამონაყარს ყველა თავისებურად ებრძვის, თუმცა მასთან შიშველი ხელებით შეჭიდება ყოველთვის ცუდი იდეაა. შეიძლება კანზე ნაწიბურები დაგრჩეთ, ინფექცია გავრცელდეს და სახე უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდოთ.

მიუხედავდ იმისა, რომ ადამიანები არ იშურებენ თანხას აკნესთან ბრძოლის საშუალებების შეძენისთვის, შედეგი ძალიან ჭიანურდება. თუმცა, იმისთვის, რომ თანხა დაზოგოთ და შედეგით უფრო მალე დატკბეთ, გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ მეთოდს, რომელმაც დროს გაუძლო და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს ბუნებრივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტები სუფთა და ჯანსაღი კანის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მაწვნისა და თაფლის ნიღაბი

მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების მიღება სახის კანისთვის არცისე სასარგებლოა, მათი გამოყენება სახის ნიღბის მოსამზადებლად აუცილებლად გამოგადგებათ. ამ ნიღაბს შეუძლია, დაგიმშვიდოთ და დაგიტენიანოთ კანი და რაც მთავარია, გააქროს სიწითლეები.

მომზადება:


ერთი სუფრის კოვზი მაწონი და თაფლი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. ნიღაბი კარგად რომ გაშრება, ჩამოიბანეთ. მასთან ერთად სახიდან მოიცილებთ კანის მკვდარ უჯრედებსა და მავნე ბაქტერიებს.

კვერცხის ცილა:

ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, თუ რამდენად სასარგებლოა კვერცხის ცილა თქვენი სახის კანისთვის. მასში შემავალი ვიტამინები აქტიურად ებრძვის აკნეს. რაც შეეხება პროტეინს, ის მოშუშებულ ნაწიბურებსა და სახის დაზიანებულ უბნებს აღადგენს. ასევე, მათ ვისაც აწუხებს ნაოჭები და გამომშრალი კანი, კვერცხის ნიღაბი მათ აუცილებლად დაეხმარება კანის აღდგენასა და გაახალგაზრდავებაში.


მომზადება:

დაგჭირდებათ 3-4 კვერცხის ცილა, რომელიც კარგად უნდა ათქვიფოთ. სახეზე პირველი ფენის დადებამდე სახე დაისველეთ თბილი წყლით, ყოველი მომდევნო ფენა დაიმატეთ მაშინ, როდესაც წინა კარგად გაშრება. 4-5 ფენის წასმის შემდეგ სახე კარგად ჩამოიბანეთ.

თაფლისა და დარიჩინის ნიღაბი

ისტორიული წყაროების თანახმად, ახალგაზრდა ტუტანხამონს კანის საკმაოდ მწვავე პრობლემები ჰქონდა. ამიტომ, ძალიან აქტიურად იყენებდა თაფლის ნიღაბს. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ფარაონების აკლდამთან ხშირად უნახავთ თაფლი, რაც იმას ნიშნავს, რომ იმქვეყნიური ცხოვრების კვლავინდებურად გასაგრძელებლად, თაფლი აუცილებელი ინგრედიენტი იყო.

მართალია, თაფლის სახეზე წასმა კონსისტენციის გამო სასიამოვნო არაა, მაგრამ ის ეფექტური ანტიბაქტერიული საშუალებაა. დარიჩინი კი მიკრობებს კლავს. ამ ორი ჯადოსნური ინგრედიენტის კომბინაცია თქვენს კანზე ინფექციის გაჩენის შანსს მინიმუმამდე დაიყვანს.

მომზადება:

ორი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე, 10-15 წუთში კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.





0
775
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
775
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0