კოსმეტოლოგია 7 კოსმეტიკური პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ვაზელინი დაგეხმარებათ 2017, 9 თებერვალი, 13:19 ვაზელინი იაფი, მაგრამ უნივერსალური საშუალებაა. გთავაზობთ მისი გამოყენების ეფექტურ მეთოდებს, რომელიც კოსმეტიკური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. 1. იცავს კანს თმის ღებვის დროს. ქალბატონებისთვის კარგად არის ცნობილი ის პრობლემა, რასაც თმების ღებვის დროს ვაწყდებით-ყურებთან, ყელთან და შუბლზე საღებავის მოცილება ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი თუ მუქი ტონის საღებავს ვიყენებთ. ამ პრობლემის გადაჭრაში კი ეს უბრალო ვაზელინი დაგეხმარებათ, ღებვის დაწყებამდე წაისვით ვაზელინი, დაიცავით საღებავისგან თქვენი კანი და თქვენ აღარ მოგიწევთ საღებავისგან დათხუპნული შუბლის დამალვა თმებით. 2. მაკიაჟის კორექცია. მაკიაჟის გაკეთებისას, ყოველთვის ისე არ ხდება, რომ თანაბარად შეიღებოთ თვალები. ისრების გაკეთებისას ხან ერთი ისარი გამოგდით არასწორი, ხან მეორე. ვაზელინი დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენ არ მოგიწიოთ მთლიანად მოხატული ისრების ჩამოწმენდა. ჰიგიენური ბამბის ჩხირი დაასველეთ ვაზელინში და მოიცილეთ მხოლოდ არასწორი ხაზი. 3. წამწამების დაგრძელება. თუკი გსურთ, რომ წამწამები ხშირი და გრძელი გქონდეთ, ძილის წინ დაიტანეთ მასზე ვაზელინი. შედეგი გაგაოცებთ. ასევე შეგიძლიათ წაისვათ ტუჩებზე და კანი გლუვი და მბრწყინავი გაგიხდებათ. 4. სუნამოს სურნელის დიდხანს შენარჩუნებისათვის. იმისათვის რომ საყვარელი სურნელი დიდი ხნის მანძილზე გაგყვეთ, ჯერ წაისვით ვაზელინი და შემდეგ იპკურეთ სუნამო. 5.სკრაბი-თუ თქვენ მშრალი და მგრძნობიაერე სახის კანი გაქვთ და კოსმეტიკური სკრაბის გამოყენება თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს, ამისათვის აიღეთ შაქარი, გადაურიეთ ვაზელინში და დაორთქლილ კანზე დაიტანეთ მიღებული მასა. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 6. გადატანილი სურდოს შემდეგ კანი ცხვირის გარშემო გაღიზიანებული და გაწითლებულია. ამ პრობლემაშიც ვაზელინი დაგეხმარებათ, ხშირად ისვით იგი გაღიზიანებულ ადგილზე და შედეგს მალე საკუთარი თვალით იხილავთ. ასევე კარგი შედეგს იძლევა გაუხეშებული და დამსკდარი ხელების შემთხვევაშიც. 7. უმტკივნეულოდ საყურის გაკეთება. თუკი თქვენ დიდიხანია რაც საყურე არ გკეთებიათ და გიჭირთ საყურის მორგება, ამაშიც ვაზელინი დაგეხმარებათ. უბრალოდ წაუსვით საყურეს ან ყურზე წაისვით ვაზელინი და ტკივილის შეგრძნების გარეშე, შეძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას. 3555 4-ს მოსწონს
|