x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გაიქრეთ შავი წრეები თვალების ქვეშ. დაემშვიდობეთ ჩაშავებულ თვალებს ხალხური მედიცინის მეშვეობით
ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ სარკეში, თვალების ქვეშ გაჩენილი შავი წრეები, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად გეძინათ. ეს არც ისე სასიამოვნო სანახავია. თუმცა პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გაქვთ.
თვალების ქვედა მიდამოს ჩაშავების მიზეზი შესაძლოა იყოს გენეტიკური ფაქტორი, ასაკის მატება, პიგმენტაციის დარღვევები, მზის ზემოქმედება, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, სეზონური ალერგია, გონებრივი ან ფიზიკური გადატვირთვა და ა.შ.imageდღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა მარტივად დაუსაფრთხოდ, სახლიდან გაუსვლელად, ხალხური მედიცინის მეშვეობით.
1) ნუშის ზეთი
ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენოთ ქიმიური შემადგენლობისა კრემები ან მიმართოთ ოპერაციას, გამოიყენეთ ეს ბუნებრივი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ის ამცირებს სიშავეს და კვებავს კანს K, A და სხვა ვიტამინებით.
როგორ გამოვიყენოთ: დაწოლამდე ცოტა ხნით ადრე, დაისველეთ საჩვნებელი თითები ნუშის ზეთში და ფრთხილად დაიმასაჟეთ თვალის ქვედა მიდამოები. მიმართეთ ამ ხერხს რეგულარულად.image2) პამიდორი
კანის გასათეთრებლად პამიდორი შეუცვლელი და საოცარი საშუალებაა. მისი ეს თვისება დაგეხმარებათ ასევე ჩაშავებულ თვალებთან საბრძოლველად.
აიღეთ ერთი ჩაის კოვზი პამიდვრის წვენი და აურიეთ ერთნახევარ ჩაის კოვზ ლიმონის წვენში. ნაზად შეიზილეთ ნაზავი თვალების ქვეშ და გაიჩერეთ 10 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე. image3) კიტრი
კიტრს აქვს დამამშვიდებელი და გამამხნევებელი ეფექტი. მოჭერით კიტრის მრგვალი ნაჭერი და მოათავსეთ საყინულეში 30 წუთით.
გამოიღეთ და დაიდეთ თვალებზე 10 წუთის მანძილზე. გაიმეორეთ იგივე მინიმუმ კვირაში ორჯერ. image4) ჩაის პაკეტები
ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს, ანტიოქსიდანტებს, ტანინს. მასში შემავალი ნივთიერებების მეშვეობით ჩაის პაკეტები დაგეხმარებათ ჩაშავებული თვალების მოშორებაში. ისინი ასევე საუკეთესოდ გაუმკლავდებიან ქუთუთოების შეშუპებას.
მაშ ასე, მოათავსეთ შავი ან მწვანე ჩაის პაკეტი ცხელ წყალში რამდენიმე წუთით. ამოიღეთ, გაწურეთ და მოათავსეთ საყინულეში დაახლ. 30 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და დაიდეთ თვალებზე 10-15 წთ.-ის მანძილზე. imageდამატებითი რჩევები:
* ყოველთვის მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ.
* მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ არა ძილის წინ. წყლის შეკავებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს შავი წრეები თვალების გარშემო.
* ნაკლები დრო გაატარეთ მზეზე.
* გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი ბუნებრივი ვიტამინებით, რომლებიც უხვადაა ხილსა და ბოსტნეულში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

image

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

* როგორ გავიქრე ნაოჭები შვიდ დღეში! სახლში მომზადებული კრემი, რომელიც კანს გაგიახალგაზრდავებთ


* მოიშორეთ პიგმენტური ლაქები მარტივად და იაფად - მხოლოდ ორი ინგრედიენტის გამოყენებით

* როგორ მოვიშოროთ ყვითელი ნადები კბილებიდან 5 წუთში, სტომატოლგთან ვიზიტის გარეშე

0
4628
4-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
4628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0