კინო ამერიკელი მსახიობის იდუმალებით მოსილი ცხოვრება,რომელმაც კარიერას სექს-ორგიები არჩია 2018, 15 მაისი, 12:43 აშშ-ში კინოკრანებზე მალე გამოვა მხატვრული ფილმი "მენსფილდი 66/67", ის ეძღვნება "მეორე მერლინ მონროდ" წოდებული ამერიკელ მსახიობს ჯეინ მენსფილდს, მისი ისტორია ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. მისი, როგორც მსახიობის კარიერა დაიწყო, ტიპიურად, როგორც 50-იან წლებში იყო მიღებული, ჯეინმა ბუნებრივი შავი თმები ქერად გადაიღება, გაიკეთა თვითრეკლამა და მალე გახდა სექს-სიმბოლოს პრედენდენტი მერლინ მონროსთან ერთად.გოგონა, რომელსაც IQ 160 ჰქონდა შეიქმნა სულელი ქერათმიანი გოგოს იმიჯი. ჯეინი პირველი მსახიობი იყო, რომელიც მთლიანად გაშიშვლდა დიდტირაჟიან ჰოლივუდურ ფილმში, ამასთანავე არაერთხელ გაშიშვლდა Playboy-სთვის, სამჯერ იყო გათხოვილი და სამივე ქმარს ღალატობდა. მსახიობმა იყიდა უზარმაზარი სასახლე და მთლიანად ვარდისფრად გადაღება სახლში შადრევანი ჰქონდა დამონტაჟებული, რომლიდანაც შამპანური მოედინებოდა. მსახიობის პოპულარობა თანდათან კლებულობდა, 1966 წლიდან მის ცხოვრებაში მოხდა საბედისწერო ცვლილება, მან მიიღო მონაწილეობა ცნობილი ოკულტისიტის ანტონ ლავეის რიტუალში, რომელმაც დააარსა "სატანის ეკლესია" და დაწერა "სატანის ბიბლია." მსახიობი გახდა მისი საყვარელი, რომელიც თავისუფალ სექსს ქადაგებდა, ამის შემდეგ ჯეინის კარიერა თავდაღმა გაექანა. "ის იყო სუტინიორი, იყო კატეგორია ქალების, რომელებსაც ის თავის მოწაფეებს ეძახდა, მაგრამ ეს იყო ევფერიზმი"-იხსნებს ლავეის ქალიშვილი. ლევაის მიაწერდნენ მაგიურ ძალას და წყევლის უნარს, ყოველ შემთხვევაში ის ცდილობდა მოეშორებინა ჯეინის უკანსკნელი ქმარი-სემ ბროუდი, ის ექვსჯერ მოხვდა ავარიაში, წყევლის შედეგი იყო ეს თუ არა არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში უკანსკნელი ავარია საბედისწერო გამოდგა, 1967 წლის 28 ივნისს ჯეინ მელსფილდი, მისი ქმარი სემ ბოუდი, პირადი მძღოლი და სამი მათი შვილი ბილოსკიში(შტატი მისისიპი) შეასკდა ტრალიერს, ჯეინი, მისი ქმარი და მძღოლი ადგილზე დაიღუპა, გადარჩნენ მხოლოდ ბავშვები, რომლებიც უკანა სავარძელზე ისხდნენ. კიდევ ერთი უდროოდ წასული ჰოლივუდის ვარსკვლავი ჩაქრა ადრეულ, 34 წლის ასაკში. მართალია ჯეინ მენსფილდი ვერ გახდა ისეთი პოპულარული როგორიც იყო მერლინ მონრო, თუმცა მისი კარიერიდან თუნდა ბითლზთან შეხვედრაც კმარა, როდესაც პირველად აშშ-ში გამეგზავრნენ, პოლ მკარტნიმ აღნიშნა, რომ მათი ოცნებაა პირადად გაიცნონ ჯეინ მენსფილდი. ფოტოზე:ჯეინ მენსფილდი და ჯონ ლენონი 112 9-ს მოსწონს
|