x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნასვამი იყო თუ არა მძღოლი, რომელიც დედოფლისწყაროში სკოლის მოსწავლეს დაეჯახა?
image


მძღოლის ახლობლები მის ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს უარყოფენ. როგორც ისინი ირწმუნებიან, ახალგაზრდამ, რომელიც ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა, შსს ჩალაუბნის განყოფილებაში ალკოტესტი ჩააბარა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ის საჭეს ფხიზელი მართავდა. მათივე ცნობით, მძღოლმა გამოძიებას ჩვენება მისცა, ალკოტესტის დასკვნაც საგამოძებო მასალებს დაერთობა.


ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში 10 მაისს დილით მოხდა. ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სწრაფად მოძრავი აუდის მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ კი გაჩერებულ მარშრუტკას და ჟიგულს შეეჯახა. არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც სკოლაში მიდიოდა. გავრცელებული ვერსიით, მძღოლი ღამენათევი და ნასვამი იყო, რასაც მისი ახლობლები უარყოფენ.


სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გოგონა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა. შემდეგ კი დაშავებული კატასტროფის ცენტრმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა .



“მაღაზია „უნივერსალთან“ შეჯახების კვალი ახლაც არის, ევაკუატორით მანქანა რომ წაიღეს, იქ ვიყავი. ოქროსფერი აუდი იყო, მისი სანომრე ნიშანიც დავიმახსოვრეთ, TAI-006. ამბობდნენ, მძღოლიც საავადმყოფოში გადაიყვანესო... მძღოლი თავს იმართლებდა, ჩემი ბრალი არ არის, თვითონ გადმომიხტაო, “ - იხსენებენ თვითმხილველები.


მომხდარზე მოკვლევას შსს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს.


ამავე თემაზე: როგორია დედოფლისწყაროში დაშავებული 17 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა

0
175
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0