x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ძლიერი ავტოავარია კახეთში - გარდაცვლილია სამი აზალგაზრდა
image


ყვა­რელ­ში ავა­რი­ას სამი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და. "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მან­ქა­ნა­ნა ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო. ავ­ტო­მო­ბილ­ში 20-21 წლის ასა­კის 4 ახალ­გაზ­რდა იმ­ყო­ფე­ბო­და. ისინი „მერსედესის“ მარკის მანქანით ყვარლის მიმართულებით მოძრაობდნენ.

.

მათ­გან ერთი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ორი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილები 17, 21 და 22 წლის ახალგაზრდები არიან. რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბულს, იგი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.


.

სოფელ შილდაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, ლევან ხუციშვილის ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილის ვინაობისა დადგენა გართულდა.


შილდელები არიან და როგორც რწმუნებულს, მეც დამიძახეს ამოსაცნობად. ერთი ისეა დაზიანებული, ვერ ამოვიცანი. მანქანა ნაწილ-ნაწილ არის დაშლილი. ასეთი შემთხვევა არასოდეს მინახავს“, - განაცხადა ხუციშვილმა.


.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი - 21 წლის შოთა ხუ­ტუ­ნაშ­ვი­ლი, 17 წლის ნიკა აბუ­ლა­ძე და 22 წლის დი­მიტ­რი ასა­ბაშ­ვი­ლი სო­ფელ შილ­დი­დან იყ­ვნენ.

.

"ბე­ბია გრძნობ­და ალ­ბათ, არ წახ­ვი­დეო, აფრ­თხი­ლებ­და. ძა­ლი­ან სწრა­ფად და­დი­ოდ­ნენ. უბე­დუ­რე­ბა მოხ­და" - აცხა­დე­ბენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი.

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0