მუსიკა The 27 Club - მუსიკოსების წყევლა 2012, 30 ივნისი, 14:12 The 27 Club- ასვე ცნობილია როგორც Forever 27 Club, Club 27 ან the Curse of 27 (ანუ 27-ის წყევლა) ნიშნავს, რომ ბევრი ცნობილი როკ მუსიკოსი სწორედ 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხშირად ეს გამოწვეული იყო მათი ცხოვრების წესიდან, რომელიც საკუთარი თავის განადგურებას იწვევდა. ეს შეხედულება გამომდინარეობს იქიდან, რომ ბევრი ცნობილი მუსიკოსი როგორებიც არიან: Robert Johnson, Brian Jones, Jimi Hendrix, Janis Joplin, Jim Morrison, Chris Bell, Richey Edwards, Dave Alexander, Kristen Pfaff, Alan Wilson, Kurt Cobain და Amy Winehouse სწორედ 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს ბევრი სხადასხვა თეორიები და მათი კავშირის მიზეზები. Cobain-ის და Hendrix-ის ბიოგრაფი Charles R. Cross-ი წერს, რომ ადამიანები ყველა ასაკში კვდებიან, მაგრამ მუსიკოსების სტატისტიკური პიკი 27 წელია, რაც მათი თავბრუდამხვევი და ბოჰემური ცხოვრების სტილით განისაზღვრება, თუმცა არ უნდა შემოიფარგლებოდეს უეჭველი 27 წლით. არსებობს მოსაზრება იმიშ შესახებაც, რომ ზოგმა მუსიკოსმა თავი იმიტომ მოიკლა, რომ ამ ლეგენდარულ კლუბში გაწევრიანებულიყო.
დღეისთვის The 27 Club-ში დაახლოებით 50 მუსიკოსია გაწევრიანებული, რომლებიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ.
ამ თემასთან დაკავშირებით ფილმიც არის გადაღებული სახელად- The 27 Club 69 8-ს მოსწონს
|