საქართველო ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას: "ვითხოვ ლეგალიზებას", სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2018, 14 მაისი, 14:15 ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ახალი სიმღერა განათავსა, სახელწოდებით "ლეგალიზება". ვიდეო, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხება, "იუთუბზე" გუშინ არის ატვირთული, რეპერმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაზიარებულ სიმღერას მინაწერი გაუკეთა - "ლეგალიზება მშვიდობისთვის". სიმღერა სრულდება ამერიკელი ასტროფიზიკოსის, ნილ დეგრას ტაისონის განცხადებით, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მან შეიძლება მეტი ზიანი მოგაყენოს, ვიდრე მოწევამ. 56 4-ს მოსწონს
|