x
image
თამილა გურაშვილი
"შენ ხარ ნამდვილი ძროხა"-ტვიტერმა ისრაელის პრემიერის მილოცვა ავტომატურად თარგმნა
image
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიულოცა გამარჯვება ევროვიზიაზე მონაწილე თანამემამულეს, ნეთუ ბარზილაის. ეს მილოცვა ტვიტერმა არასწორად თარგმნა.

ისრაელის ლიდერმა ტვიტერზე მომღერალს უწოდა«капара», "ძვირფასო, "საყვარელო"-ებრაელები ასე მიმართავენ მეგობარს. მაგრამ სოციალური ქსელის ავტომატური თარგმანის შედეგად გამოქვეყნდა ფრაზა:- "შენ ძროხა(ინგლისურ და რუსულ ენაზე ).

პრემიერის შემდგომი ჩანაწერი ტვიტერზე კი ასე ითარგმნა:"შენ ხარ ნამდვილი ძროხა, თქვენ მოუტანეთ ისრაელს დიდი პატივისცემა, მომავალ წელს იერუსალიმში შევხვდებით!"

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის ფინალი 12 მაისის ღამეს გაიმართა ლისაბონში, სადაც ნეთუ ბარზილაიმ ჟიურის და მაყურებლის კენჭისყრის შედეგადად 529 ქულა მოაგროვა.


მეორე ადგილი დაიკავა კვიპროსელმა ელენი ფურეირამ, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ავსტრიელი სეზარ სემპსონი.

კონკურის წესის თანახმად შემდგომი კონცერტი უნდა გაიმართოს იმ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენელმაც გაიმარჯვა.image

0
180
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0