საზოგადოება "ვინც 9 აპრილის მემორიალზე დგომამ და ცეკვამ გაგაღიზიანათ წარმოდგენა არ გაქვთ თავისუფლებაზე„ - ანა სუბელიანი 2018, 13 მაისი, 12:04 გუშინ რუსთაველზე აქციის მიმდინარეობისას გავრცელდა ვიდეო კადრები სადაც ერთ-ერთი აქტივისტი 9 აპრილის მემორიალზე ავიდა და ცეკვა დაიწყო, როგორც შემდგომ გაირკვა ეს გოგონა ანა სუბელიანია და იგი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს.
"ვინც 9 აპრილის მემორიალზე დგომამ და ცეკვამ გაგაღიზიანათ და მეტიც, აგრესიას არ იშურებთ, უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვთ თავისუფლებაზე და საერთოდ არაფერი არ გესაქმებათ ახლოს ამ პროტესტთან. ბასიანის და გალერის კი არა, თავისუფლების დასაცავად ვდგავართ! იმავე თავისუფლების, რომლის დაცვასაც შეეწირნენ 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეები! ისინი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და არა ქვის გაკერპებისთვის!! მათსავე ბრძოლას შევუერთდი ამ აქტით და მახინჯი ტვინები გაქვთ, ვინც ამას სხვაგვარად აღიქვამთ. პ.ს. დღე იყო სასწაული, ხალხი ერთიანი, პროტესტი ცივილური და ხვალინდელი დღის კიდევ უფრო დიდი იმედით ვაგრძელებ სვლას!„ "ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა იყოს ღლე" - ზურაბიშვილი პრეზერვატივების თემაზე „არავის ჰქონია აკადემიაში ის დამოკიდებულება, რომ აი, ქალი ხარ და პოლიციაში რა გინდა." - ანა ქარსელაძე სიამოვნებით ამოვძირკვავდი დაბადების ადგილს პირადობიდან - გურამ შეროზია "ის, რაც ცოტა ხნის წინ გიორგი გაბუნიას მანქანასთან მოხდა, არის სრული მარაზმი და ნათლად ასახავს იმ დონეს რაც საქართველოში "ქალებო! ნარკომან ქმართან საწოლში ყოფილხართ?" - ემიგრანტის ემოციური წერილი 202 6-ს მოსწონს |
თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირულთა მემორიალზე ასვლის გამო ხარ მარტო დასასჯელი, 10 წლის სიცოცხლეზე ვიტყოდი უარს, ოღონდ შენ ბიჭი იყო, გასწავლიდი ჭკუას შე დეგრადირებულო არსებავ...