კულტურა პატარძლის დეიდა სიძის პოტენციაში უნდა დარწმუნდეს-მესამე სამყაროს 7 ველური საქორწინო რიტუალი 2018, 12 მაისი, 9:13 intermedia.ge -ზე არაერთხელ დაწერილა უცნაური საქორწინო ტრადიციების შესახებ, ეს იქნება შოტლანდია, სადაც ახალგაზრდებს უსიამოვნო საგნებს და ნივთებს აყრიან თავზე“ინდოეთი, სადაც სანამ მამაკაცზე გათხოვდება მანამდე ხეზე უნდა დაქორწინდეს და ა.შ დღეს წარმოგიდგენთ აფრიკული ტომების 7 ყველაზე უცნაურ საქორწინო რიტუალს.აროგორც აღმოჩნდა ბევრ ტომებში პირველ ღამეს რაღავ ვაკჰანალია ხდება.
1)რეპეტიტორების ჯგუფი-ბერბერის ტომებში სიძე-პატარძალი ქორწინების ღამეს მარტო არ რჩება, დიდ საძინებელში მათ უერთდება რამდენიმე ოჯახური წყვილი, ახალგაზრდა წყვილს "საკუთარ გამცდილებას" უზიარებენ და ეს გრძელდება 5 დღე.
2)"ყველაფერი კარგადაა, ხელში სანთელი მეჭირა"-რუანდაში, კენიაში და კიდევ ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდებს პირველ ღამეს თავზე ადგას პატარძლის ასაკოვანი ნათესავი ქალი და აძლევს მითითებებს, რა როგორ გააკეთონ, დილით კი ნათესავებს უყვება ღამემ როგორ ჩაიარა.
3)მოულოდნელი სიხარული-შონის ტომებში პირველი საქორწინო ღამე შეიძლება უნებურად დადგეს სასიძოსთვის, ნიშნობის შემდეგ პატარძალი შეიძლება ნებისმიერ დღეს დაადგეს სასიძოს თავზე ნათესავებთან ერთად, სიძის ოჯახი ოჯახი არ უნდა დაიბნეს, დროულად უნდა შეამჩნიოს პროცესია და მხიარული ცეკვით შეეგებოს, ამით სასიძოს ოჯახს ერთგვარი გამოცდა უტარდება, გაუმკლავდება მოულოდნელ პრობლემას თუ არა.თუ ყვალაფერი კარგად იქნება პატარძალი ღამე დარჩება.
4)ტესტი კაცობაზე-ბანიანკოლის ტომებში, რომლებიც სამხრეთ უგანდაში ცხოვრობენ, საქორწინო კავშირის გამტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის პატარძლის დეიდას(მამიდას), პირველ ღამეს სასიძოსთან სწორედ ის ატარებს, იმისთვის, რომ დარწმუნდეს სიძის მამაკაცურ პოტენციაში.
5)საწოლში უცნობთან-რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში ახალგაზრდების დაქორწინების ორგანიზებას მთლიანად მშობლები ახდენენ, ტანზანიაში კიდევ უფრო უარესად არის საქმე, სანამ ყველა მხიარულობს პატარძალი ზის სახლში და ელოდება საქმროს, მოვა ღამით და ცოლ-ქმრული ცხოვრებაც იწყება.
6)იუმორის ღამე-ლიბიელ მუსულმანებში ქორწილი 5 დღე გრძელდება.პირველი სამი დღე სასიძო და საპატარძლო ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მეოთხე დღეს საპატარძლო აწყობს საღამოს, სადაც მიწვეულები არიან სასიძო და მეგობრები, იწყება გაუთავებელი ხუმრობა იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს ამაღამ, ხუმრობა, მაშინაც არ წყდება, როდესაც ახალგაზრდები განცალკევებულ ოთახში გადიან.
7)გადაპარსული თავი-სუდანში, ნუერის ტომებში ასეთ ტრადიცია არსებობს, პატარძალი სანამ ქმართან პირველ ღამეს გაატარებს, თავს 0-ზე პარსავენ, რიტუალის არსი გაუგებარია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. 2227 6-ს მოსწონს
|