x
image
თორ ნიკე
ევგენიკა და გენეტიკური მანიპულაცია - კაცობრიობის ნათელი მომავალი
ევგენიკა და გენეტიკური მანიპულაცია - კაცობრიობის ნათელი მომავალი


2012 წელს დუბლინში გამართულ ღია ფორუმზე სახელწოდებით "ევრომეცნიერება" ("Euroscience") - ბევრი სენსაციური რამ ითქვა. აქ სიტყვით გამოვიდა პროფესორი ევოლუციური განვითარების ბიოლოგიაში, ავტორი რამდენიმე მეცნიერული ნაშრომისა მათ შორის წიგნისა "ის, რაც დარვინმა არ იცოდა", არმან მარი ლერუა ლონდონის სამეფო კოლეჯიდან. მისი განცხადებით 2020 - 2025 წლისთვის მოსახლეობისთვის ძალიან ჩვეულებრივ ამბად იქცევა საკუთარი გენეტიკური კოდის მთელი სურათის ხელზე მიღება. ამ მომსახურებისთვის მათ არც თუ ისე ძვირის გადახდა მოუწევთ. დღესდღეობით კი დნმ-ის სკანირებისთვის გადასახელი თანხა შედარებით დიდია.


არმან ლერუა


ლერუას აზრით ძალიან მალე ჩვენ გენეტიკურ უპირატესობებზე დაფუძნებულ საზოგადოებად ვიქცევით. თაობებს ყოველთვის აქვთ ჯანსაღი შთამომავლობის გაჩენის სურვილი. ეს კი მათ მომავალში იმის სურვილსაც გაუჩენთ, რომ თავიანთი მომავალი პერსპექტიული პარტნიორის გენეტიკური სქემა შეაფასონ.



ლერუამ ფორუმზე შეკრებილ მეცნიერებს მოუყვა, რომ წყვილს თავიანთი გენომის შესახებ აუცილებელი ინფორმაცია იმაშიც დაეხმარება, რომ საჭიროებისას ბავშვის ჩასასახად ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგია გამოიყენონ. ამით ბავშვს თავიდან ააცილებენ რაიმე განუკურნებელი დაავადებებისადმი მიდრეკილებას.


ამ თემაზე დუბლინის დუბლინის ფორუმის მონაწილეთათვის მოეწყო სპეციალური დისკუსია სახელწოდებით "მე ადამიანი ვარ - არის თუ არა ახალი სამეცნიერო აღმოჩენები გამოწვევა ჩვენი, როგორც ადამიანური რასის იდენტურობისთვის." ლერუა აქაც გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ გენეტიკური სკანირების ფასი თითქმის ყოველკვირეულად იკლებს, იაფდება - "ის ძალიან, ძალიან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და თანაც ეს მოხდება ძალიან მალე".


მაგალითისთვის მან ასეთი ფაქტი დაასახელა: ათი წლის წინ წინათ გენეტიკური სკანირება ერთი მილიონი დოლარი ღირდა. დღესდღეობით კი მისი ფასი დაახლოებით 4 ათასი დოლარია. ლერუას აზრით, ევგენიკა უკვე გამოიყენება პრაქტიკაში - ყოველწლიურად ხომ მსოფლიოში ათეულ ათასობით აბორტი კეთდება დაუნის სინდრომისა და სხვა გენეტიკური დაავადებების მქონე ბავშვებში.


არმან ლერუას თქმით ესპროცესები ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში უკვე ძალიან ფართოდ მიმდინარეობს. თუმცა, როცა ადამიანები ნეო-ევგენიკაზე საუბრობენ, ამას თან ახლავს მრავალი ეთიკური პრობლემა. და ეს პრობლემები სრულიად უადგილო ხდება, როგორც კი მათ გენების არჩევანს, ან პარტნიორის არჩევას სთავაზობ ევგენიკური ინსტრუმენტის როლში. ფაქტობრივად ჩვენ იმ გენების განსაზღვრას მივადექით, რომლებიც ადამიანს ქმნიან.


მოკლედ, ჯერჯერობით ის, რაც ხელთ გვაქვს ესაა გენების შესაძლებლობებისა და როლის ცოდნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ გენომის სკანირება ეროვნული ჯანდაცვის სისტემის საშუალებით ჯერ კიდევ ჩვენს სიცოცხლეში გახდება ყოველდღიურობა და აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომი.


ჰოლანდიელი ნეირობიოლოგი ლონა ფრანკი დარწმუნებულია, რომ ბევრი ქვეყანა ამ იდეას მხარს დაუჭერს: "ზოგი კულტურა იტყვის - "მოდით, გამოვფინოთ გენომი მაგიდაზე და შევხედოთ, რომელია საუკეთესო. მაგრამ ზოგიერთი კულტურა ამას თავიდან ვერ შეეგუება და ღმერთან ხუმრობად შეგვიფასებს."


ნეირობიოლოგი ლონა ფრანკი


სულ სხვა მოსაზრება აქვს ფილიპ ტეილორს - სამედიცინო ქრისტიანული ძმობის წარმომადგენელს. იგი თვლის რომ საზოგადოებამ წინაარმდეგობა უნდა გაუწიოს ევგენიკის შეხედულებების ცხოვრებაში პრაქტიკულ დანერგვას. ტეილორის აზრით თანამედროვე საზოგადოება პირდაპირ შეპყრობილია ცნობადობის, ფიზიკური სრულყოფილებისა და მაღლი ინტელექტის ნდომით. ამიტომ ისინი იმ აზრზე არიან, რომ ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანთა სიცოცხლე სიცოცხლედ არ ღირს". განაცხადა ტეილორმა ბრიტანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.


როგორც ვხედავთ რელიგია კვლავ თავის ისტორიულ ამპლუაშია და ეწინააღმდეგება პროგრესს როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა. უფრთხის სიახლეებს და ურჩევნიათ ადამიანები დაავადებებით იტანჯებოდნენ, ვიდრე მიიღონ სიახლეები, რომლებიც აშინებთ. არ ითვალისწინებენ, რომ ეს სიახლეები უდავოდ უდიდეს სიკეთეს ემსახურებიან - ადამიანთა სრულ განკურნებას და ფიზიკურ, ინტელექტუალურ, სოციალურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას, რომელიც მოგვცემს უდიდეს შანსებს რომ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე და ავწიოთ სიცოცხლის ხარისხი საყოველთაოდ ყველა დაბადებული ადამიანისთვის.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
289
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0