საზოგადოება საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობა:-2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1მილიონ 170000-ით შემცირდება 2018, 11 მაისი, 12:37 გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%–ით შემცირდება, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის 30–35%-ით მატებაა მოსალოდნელი. 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%–ით შემცირდება, 34%–ით გაიზრდება აზერბაიჯანის მოსახლეობა, სომხეთის – 7%–ით, ხოლო რაც შეეხება ჩრდილო კავკასიის ქვეყნებს და თურქეთს, მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 30–35%–ით გაიზრდება. გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემათა განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევით, თუ საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვლება, დემოგრაფიული პერსპექტივა შემდეგნაირია: დღეს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა 4 მლნ 436400-ია, 2025 წლისთვის - 3 მლნ 917000-მდე, ხოლო 2050 წლისთვის - 2 მლნ 985000-მდე შემცირდება. ქვეყანას 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება: საქართველოს მოსახლეობა 1 მლნ 170000 კაცით შემცირდება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 3 მილიონით მოიმატებს და 12 მილიონი გახდება, მატება იქნება ჩვენს მეზობელ სომხეთშიც. 61 შეფასება არ არის
|