x
image
_K_
15 არსება ადამიანისთვის საოცნებო თვისებებით
სხვა პლანეტაზე წასვლა არაა საჭირო გასაოცარი ქმნილებების სანახავად. ევოლუციას კარგი წარმოსახვის უნარი აქვს, მისი წყალობით დედამიწაზე არსებობენ წრიპინა დრაკონები, ცხოველები, რომლებსაც შხამიანი იღლიები აქვთ და ტრიტონები, რომლებიც მტერს ძვალს ესვრიან და სანაცვლოდ ახალი ეზრდებათ. თუ ამ "სუპერძალებმა" ჯერ კიდევ ვერ მოახერხა თქვენი გაოცება, მაშინ კითხვა განაგრძეთ!


სტატიაში გთავაზობთ 15 ცხოველს, ფრინველსა და რეპტილიას, რომლებიც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენენ თავიანთი თანდაყოლილი თუ შეძენილი თვისებებით.








1. ე.წ ნაკეცებიან ტრიტონს შეუძლია, მტერს ძვლები ესროლოს, სანაცვლოდ კი ახალი ეზრდება.

image

ამ არსებამ შესაძლოა ვულვერინიც მოგაგონოთ ფილმ "იქს-ადამიანებიდან" (X-men). საფრთხის დროს ტრიტონი შხამიან "ისრებს" ისვრის.


image

მას ასევე ორგანოებისა და ქსოვილის რეგენერაციის უნარი აქვს, გაგიკვირდებათ და, ტვინის აღდგენაც შეუძლია. უფრო მეტიც, თუ კიდურს დაკარგავს, ახალი გაეზრდება!








2. გასტროპოდი, რომელსაც ნამდვილი ჯავშანი აქვს


იცოდით, რომ წყალქვეშ მცხოვრები არსებების 90% ჯერ ისევ გამოცანას წარმოადგენს? ეს ლოკოკინასმაგვარი არსება ძალიან ღრმად ცხოვრობს ზღვებსა თუ ოკეანეებში და იქ მართლაც სჭირდება ძლიერი დამცავი. მან ნამდვილი ლითონის ჯავშანი განივითარა, რომელიც გადახურებული დედამიწის მაგმასგანაც კი იცავს.


image








3. ჩიტის ზომის პეპელა, რომელსაც პირი არ აქვს და საკვების ნაცვლად რეპროდუქციაზე ფიქრობს


ეს არსებები ლეპიდოპტერების ოჯახს მიეკუთვნებიან. ისინი ევროპაში ყველაზე დიდი პეპლები არიან და ხშირად ერევათ ჩიტებში ან ღამურებში.


პეპლად გადაქცევის შემდეგ ისინი მხოლოდ რამდენიმე დღე ცხოვრობენ და პარტნიორს ეძებენ რეპროდუქციისთვის. ევოლუციამ მათ პირი არ მისცა, ამიტომ ვერაფრით იკვებებიან, რომ უფრო დიდ ხანს იცოცხლონ.

image








4. კალმარი, რომელიც ღორს ჰგავს და თავდაყირა ცურავს


ეს გოჭუნა კალმარი ძალიან პოზიტიურია ვინმეა. ის თავდაყირა ცურავს, ამიტომაც პირი ზევით აქვს, თვალები კი - საცეცებთან. ის ოკეანის სიღრმეში ცხოვრობს და "ვარდნით" სუნთქავს, რომ წყლის ცხვირიდან გამოშვება შეძლოს.

image








5. ეს "ტასმანიური ურჩხული" თავის გაუბედაობას და შიშს პირის გაღებით გამოხატავს. ის ასევე გამორჩეულია იმით, რომ მთელ ცხიმს კუდში ინახავს.


მას "ურჩხული" საშინელი ყმუილის გამო დაერქვა, რომელსაც მტრის დანახვისას გამოსცემს.

image








6. ობობა, რომელიც თავისი კვერცხების დასაცავად ბაყაყს ქირაობს. ზოგჯერ ბაყაყი მასთან ერთადაც ცხოვრობს.


ეს ყმაწვილები "ერთად მუშაობენ". გიგანტური ობობა ბაყაყს იცავს და საჭმელს უნაწილებს მას, ბაყაყი კი, თავის მხრივ, ჭიანჭველებისგან იცავს ძმობილს. ზოგჯერ "წყვილი" ერთად ცხოვრობს და კვერცხებსაც ერთად უვლიან.

image








7. ბუზი, რომელსაც ჩასაყვინთი კოსტუმი აქვს იმისთვის, რომ წყალქვეშაც ინადიროს, სადაც ყველა სხვა მისნაირი არსება კვდება


ამ მწერს "ბეწვი" აქვს, რომელიც მეტ ჰაერს იტევს. ამიტომაც, როცა ყვინთავს, ჰაერისგან ერთგვარი "კოსტუმი" იქმნება, რაც მწერს საშუალებას აძლევს, მარილიან ტბებში მცენარეები შეჭამოს.

image









8. ზარმაცა, რომელიც ტანზე ზღვის მცენარეებს იზრდის და შემდეგ ჭამს მათ


ეს ზღვის მცენარეები ხშირად ერევათ ხავსში, სინამდვილეში ეს ზარმაცას ბეწვია, რომელიც მწვანე ხდება, ზარმაცები ზოგჯერ მას საკვებადაც გამოიყენებენ.

image








9. კიბორჩხალა მომწამლავი კლანჭებით, რომელსაც მტერს ესვრის


ამ კიბორჩხალას დიდი კლანჭები არ აქვს და ამიტომაც მომწამლავ ანემიებს იკრავს, შემდეგ კი მათ მტერს უქნევს და ზოგჯერ ესვრის კიდეც. ანემიებისთვის ასეთი "თანაცხოვრება" მისაღებია, რადგან კიბორჩხალასგან მარტივად იღებენ საკვებს და პოულობენ ახალ ტერიტორიებს.

image








10. ისრით მინიშნებული მწვანე ბურთები თევზის თვალებია


ამ არსებას გამჭვირვალე თავი აქვს. კანი იცავს თვალებს იმ ორგანიზმებისგან ოკეანის სიღრმეში, რომლებიც თვალებს ჭამენ. თევზს თვალების მოძრაობა შეუძლია. როგორც წესი, ის მაღლა აქვს, მაგრამ თუ მტრის მოტყუება დასჭირდება, შეუძლია იქ წაიღოს, სადაც სურს.

image








11. ეს ლორი (ღამის ლემური) თავის შხამიან იღლიებს ილოკავს და შიგთავსს მტერს აფურთხებს


როგორც კი ლორი საფრთხეს იგრძნობს, ის გამოყოფს გამჭვირვალე სითხეს. ცხოველი მას ტანზე ისმევს, ნერწყვით ასველებს და მტრის საკბენად ან მისაფურთხებლად ემზადება. ეს ტოქსინი ძლიერ ალერგიულ რეაქციას იწვევს.

image








12. სკინკი გარეგნულად დრაკონს ჰგავს, მაგრამ იხვივით წრიპინებს


ეს ნიანგისებური სკინკები განსაკუთრებით პოპულარულები "სამეფო კარის თამაშების" დაწყების შემდეგ გახდნენ.

რეპტილია მტრის შესაშინებლად მაღალ ხმას გამოსცემს, რომელიც რეზინის იხვის ხმას ჰგავს.

image








13. სოროს ბუ მიწისქვეშა სოროში ცხოვრობს


სოროს ბუ რომელიმე სხვა ცხოველის სოროს პოულობს და იქ იმალება, იმ ადგილას ის გამონადენს გამოყოფს, რომელიც ბაღლინჯოებს და ხოჭოებს იზიდავს და ბუ "სახლიდან გაუსვლელად" ჭამს. ეს ქცევა ევოლუციასთან ერთად განვითარდა.

image








14. პელიკანებს ნესტოები არ აქვთ. ისინი პირით სუნთქავენ, რომლითაც ლიტრობით წყლის შეკავება შეუძლიათ


როცა ფრინველი თევზს იჭერს, წყალს გარეთ ასხამს და ნადავლს მიირთმევს. მას პირით დაახლოებით 30 ლიტრი წყლის შეკავება შეუძლია. ეს წარმოუდგენლად ჟღერს!

image








15. დელფინები ოდესღაც მიწაზე დადიოდნენ და დღეს ისინი საკუთარ ენას იყენებენ საკომუნიკაციოდ


დელფინები რთულ გრამატიკულ ენას იყენებენ საკომუნიკაციოდ, მათ იციან ერთმანეთის სახელები, მათი ფარფლები კი ოდესღაც ფეხებს წარმოადგენდა. ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ ინტელექტით დელფინები ადამიანს უტოლდებიან.

image








16. ვეშაპთავა ყანჩას 3D ხედვა აქვს და ხშირად უმოძრაობისგან იყინება კიდეც


ეს ფრინველი უფრო მეტად ფრთიან დინოზავრს ჰგავს გიჟური გამოხედვით. კვლევებმა აჩვენა, რომ ის გადაშენებული რეპტილიების შთამომავალია. მას შეუძლია საათობით სრულიად გაუნძრევლად დგომა, კვერცხებს წყალს ასხამს გასაციებლად, სამყაროს კი 3D-ში აღიქვამს.

image









ასევე დაგაინტერესებთ


9 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ბიოლოგიის გაკვეთილებზე არ გვისწავლია

image


2
703
8-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
703
  
2018, 11 მაისი, 22:26
ძალიან კარგი ნაშრომია
გადავირიე და გავგიჟდი კიდეც))))
0 1 2