ქანდაკება ყველაზე უცნაური და საინტერესო ქანდაკებები 2012, 30 ივნისი, 2:10 ქანდაკებებსა და ძეგლებს ისტორიის მანძილზე ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. არაა გასაკვირი, რომ მათ ძირითადად ღმერთებს უდგამდნენ და შემდეგ ლოცულობდნენ და სხვადასხვა რიტუალს ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, არც მეფეები და გმირები უჩიოდნენ უძეგლობას. ბოლო დროს, ხელოვნების ამ დარგმა ნელ-ნელა აბსურდულ-აბსტრაქტული სახე მიიღო და გახდა არა იდეალების, არამედ ხელოვანის შინაგანი სამყაროსა და ხედვის გამოხატულება. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ქანდაკებების სურათებს, რომლებსაც ინტერნეტში წავაწყდი იქამდე კი საინტერესო ფაქტები : მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება მდებარეობს ჩინეთში. ესაა ბუდას ქანდაკება, რომლის სიმაღლეც მთლიანად 153 მეტრია. მსოფლიოში ყველაზე ძვირი კი Alberto Giacometti-ს “L’Homme qui marche I”-ა (ინგ. Walking man). ის 104.3 მილიონ დოლარადაა შეფასებული ჩვენ ბათუმში კვერცხიანი შლოპანცები გვიკვირდა, ბრაზილიაში კი ნახეთ, უკაცრავად და განავალსაც კი აქვს საკუთარი ძეგლი ნამდვილად ჰგავს ხომ? მაგრამ იცით რა? ეს უბრალო განავლის ქანდაკება კი არა, განავლის შადრევანიცაა! ახლა კი სურათები... ისე, ამ სურათების ნახვის შემდეგ, დავრწმუნდი, ისევ "შლოპკები" სჯობს! 848 8-ს მოსწონს 3-ს არა
|