x
image
8ზღა
ყველაზე უცნაური პროფესიები 1
შოკოლადის ინჟინერიimage

თუ გიზიდავს ინჟინერია და ცოტა დიზაინერული ნიჭიც გაქვს მაშინ შეგიძლია გამოეყო ბანალური ინჟინერების მასას და გამოსცადო შენი ძალები შოკოლადის წარმოებაში. ამ ძალიან გემრიელი საქმით დაკავებულებს არ აქვთ შეხება არც მძიმე ტექნიკასთან და არანაირ გაჯ-ბლოკ-ცემენტთან. მათ ევალებათ რომ შექმნან მრავალფეროვანი ლამაზ-ლამაზი და უგემრიელესი შოკოლადები.'' ჩემი აზრით ძალიან კარგი სამსახურია მაგრამ ენის გაკონტროლება ცოტა გაგიჭირდებათ. '' :)image

ჩაის დეგუსტატორი
ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია ჩაის ინდუსტრიაში. დეგუსტატორები არა მარტო ჩაის გემოს ამოწმებენ, არამედ მის შემადგენლობას და თვისებებს. ჩემთვის და თქვენთვის ალბათ ყოველი მათგანის გემოს გარჩევაც რთული იქნებოდა ეს ხალხი კი მის თვისებებს და ეფექტსაც კი ხვდება. ''ალბათ ძალიან რთულია დღეში რამდენიმე ასეული ნიმუშის გასინჯვა.. ნეტავ რამდენ ლიტრ ჩაის სვამენ დღეში:)''

imageდაკრძალვის კლოუნი

ამ პროფესიის ადამიანს ფულს იმაში უხდიდნენ, რომ ჩაეცვა როგორც გარდაცვლილს, მისი ნიღაბი გაეკეთებინა და მიცვალებულის გარშემო ეცეკვა. რომაელებს სჯეროდათ, რომ ეს მიცვალებულების სულებს ასიამოვნებდა და ცოცხლებსაც სიხარულს და ბედნიერებას მოუტანდა. გასვენებისას ამ ადამიანს სხვა კლოუნებთან ერთად უნდა ერბინა გვამის გარშემო, ეხუმრა და დაეჯავრებინა მისთვის. ზოგი მათგანი ძალიან დიდ გასამრჯელოს და დიდებულების დაკრძალვების მოსაწვევსაც კი იღებდა.image


საღეჭი რეზინის შემგროვებელი

ალბათ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქუჩაში საღეჭი რეზინი ფეხსაცმლის ძირზე მიგკრობიათ. ასევე ხშირად შეხვდებოდით სკამების ან მაგიდების ქვეშ აკრულ კევებს. ასეთი უსიამოვნო მოვლენების თავიდან ასაცილებლად არსებობენ ამ უცნაური პროფესიის ადამიანები, რომლებიც დადიან ქუჩა-ქუჩა და უადგილო ადგილას დაგდებულ-დაკრულ საღეჭ რეზინებს აგროვებენ. რაც მთავარია, ეს ცალკე პროფესიაა და არ შედის დამლაგებლის ან მეეზოვის კომპეტენციაში. საინტერესოა არა?!

5
273
7-ს მოსწონს
ავტორი:8ზღა
8ზღა
273
  
2012, 4 ივლისი, 0:09
კარგიაააააააა:))))))
2012, 13 ივნისი, 16:53
სპსპ
2012, 12 ივნისი, 22:44
კაია +1
2012, 12 ივნისი, 20:14
ძალიან კარგია ! ასე გააგრძელეე
0 1 5