x
image
8ზღა
საზოგადოების მართვა '' საინფორმაციო მიდგომების სინთეზი ''

მართვის მეთოდების ევოლუცია. ნებისმიერი სოციალური სტრუქტურის მართვა, მცირე ფირმა იქნება თუ სახელმწიფო, მართვის ორგანოსა და სტრუქტურის შემადგენლობაში შემავალ სოციალურ ჯგუფებს შორის ინფორმაციის მიმოცვლით ხორციელდება. ამიტომ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მართვის პროცესების ორგანიზაციისთვის ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალის გამოყენების ახალი შესაძლებლობები შექმნა. ამავე დროს, ჯერ კიდევ ნორბერტ ვინერი ამბობდა, რომ საჭიროა ახალი მანქანის იდეალიზება; რომ მართვა იმდენად ტექნიკური პროცესი კი არაა, რამდენადაც სოციალური. ნებისმიერ სფეროში ახალი ტექნოლოგიების მართვაში დანერგვის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მზად არიან თვით მუშაკები უახლესი ტექნოლოგიების გამოსაყენებლად. ამასთან, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისას იცვლება როგორც საზოგადოების სახე, ისე მისი მართვის სისტემა.

სახელმწიფო მართვაში ახალი ფორმების დანერგვის კონსერვატიულობის კარგად ცნობილი ისტორიული მაგალითია სპერანსკის რეფორმები რუსეთში. ამ რეფორმების განხორციელება XIX საუკუნის დასაწყისში იყო განსაზღვრული, მაგრამ ჩინოვნიკობამ მათ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია.

ინფორმაცია და მდგრადი განვითარება. ამრიგად შეიძლება ითქვას რომ სახელმწიფოს ძირითადი ამოცანა საზოგადოების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა და ამ განვითარების სოციალურიად ღირებული ფასეულობების სტაბილურ და უსაფრთხო ათვისებაზე ორიენტაციაა. მდგრადობის თეორიის ზოგად კანონზომიერებებზე დაყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებრივი პროცესების მდგრადობისათვის, როგორც მინიმუმი, ორი ფაქტორის არსებობაა საჭირო. (1) აუცილებელია უკუ-კავშირი მართვის ორგანოსა და მართვის ობიექტს შორის. (2) ნებისმიერი აღშფოთების მახასიათებელი დრო სისტემის ცვლილებების მახასიათებელ დროზე ნაკლები უნდა იყოს, რათა სისტემამ აღშფოთბაზე ადეკვატური რეაგირება და მისდამი ადაპტაცია მოასწროს.

ინფორმაცია სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის უკუკავშირის
არსებობისა და განვითარების საფუძველს წარმოადგენს.ეფექტურად მოქმედი ინფორმაციული
ინფრასტრუქტურა სახელმწიფო მართვის მდგრადობას უზრუნველყოფს სოციალური პოლიტიკისა და
ეკონომიკის კონფლიქტრური და კრიზისული სიტუაციების წინასწარ შეტყობინებით და ამ სიტუაციებიდან
ოპტიმიზებული გამოსვლით, ხელისუფლების ორგანოთა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების
მოსახლეობამდე დაყვანით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, , მოქალაქეთა სამართლებრივი
წიგნიერების ამაღლებით.სწორედ ამაში მდგომარეობს საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობა,
როგორც უკუკავშირის მექანიზმისა მთავრობასა და მოქალაქეებს შორის.ამავე დროს დიდი მნიშვნელობა
აქვს იმის გათვალისწინებასაც, რომ სახელმწიფო განსაკუთრებული ინსტრუმენტია, რომელიც
თავდაპირველად სრულიადაც არ იყო გამიზნული თავისი ყველა მოქალაქის ინტერესების დასაცავად
ე.ი, სახელმწიფოს წარმოშობის დროს უკუკავშირის ფუნქციები სულაც არ იყო პირველხარისხოვანი.
სწორედ ამაში მდგომარეობს ყველა ისტორიული საზოგადოებრივი კატაკლიზმის ძირითადი მიზეზი.
სახელმწიფო თანამედროვე ეპოქაშიც ნებისმიერ ქვეყანაში, ცხადი თუ არაცხადი სახით, უპირველეს
ყოვლისა, მმართველი ელიტის ინტერესებს იცავს, რადგან სწორედ იგი ქირაობს სახელწიფო მენეჯერებს
და არა მოქალაქეები.

სამწუხაროდ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების
სიმძლავრე ისეთია, რომ მათ მიერ შექმნილმა აღშფოთებამ შეიძლება გადააჭარბოს ყველა დასაშვებ
ზღვარს და დროით შეზღუდვებს. აი, მაშინ კი ძალზედ იზრდება არამდგრადი გარდამავალი პროცესების
ანუ, რევოლუციური კატაკლიზმების წარმოშობის ალბათობა.

ჩემი აზრით
ასე შეიძლება გამოვსახოთ გრაფიკულად ზოგადად მდგრადი განვითარება.მდგრადი განითარება, როგორც
სამი ურთიერთდაკავშირებული სფეროს გადაკვეთის ადგილი.
ორიოდე სიტყვით ინფორმაციასა
და მართვის მოდელებზე–პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუ საზოგადოება გარე ინფორმაციული
პროპაგანდის გავლენისაგან დაცული იქნება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დაექვემდებარება
მკაცრ და იდეოლოგიურ მომსახურებას, ეს ყოველივე აუცილებლად სახელმწიფო მართვის მდგრადობის
კარგვასა და საზოგადოებრივი განვითარების არასტაბილურობას ან უარყოფით დინამიკას შეუწყობს
ხელს.


მეორე მხრივ მართვის ხერხის სრულად გახსნილობამ, თავისუფლებამ,
ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს ანარქია დ ქაოსი. ჯერ კიდევ კანტი
წერდა, რომ არ არსებობს წმინდა დემოკრატიულ მმართველობაზე უფრო დესპოტური მმართველობა,
როდესაც ყველა ერთის წინააღმდეგ არის.





0
84
4-ს მოსწონს
ავტორი:8ზღა
8ზღა
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0