x
image
რუსუდან ნადირაშვილი
17 მაისს სამებაში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება

image

.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. რეგისტრაცია ამ დრომდე გრძელდება, შესაბამისად, ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი წყვილი დაიწერს ჯვარს.
.
„საყოველთაო ჯვრისწერა უწმინდესის კურთხევით იმართება. რადგან 17 მაისს ასევე ამაღლების დღესასწაულია, წყვილთა ჯვრისწერა სადღესასწაულო წირვის შემდეგ მოხდება. ჯვარს წყვილებს მოძღვარი დაწერს. შემდგომ კი შეძლებისდაგვარად, წინასწარ არ ვიცით, იმავე დღეს ან მომდევნო საკვირაო წირვის შემდეგ ოჯახებს პატრიარქი დალოცავს. მოგეხსენებათ, ამავე დღეს საყოველთაო მსვლელობაც იმართება“, - თქვა საყოველთაო ჯვრისწერის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაია გონჯილაშვილმა.
.
საყოველთაო ჯვრისწერა პატრიარქის კურთხევით უკვე ორი წელია მიმდინარეობს და ამ დროისთვის ჯვარი დაახლოებით 500-მდე წყვილმა დაიწერა.
.
უკვე რამდენიმე წელია უწმინდესის ინიციატივით 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ გამოაცხადა.
0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0