x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
დაპირისპირება წალკაში რელიგიურ ნიადაგზე - ახალშენში მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ
image


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ქრისტიანების ნაწილი მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებს. მათი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მეჩეთის მშენებლობა ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ტაძრების გვერდით დაიწყო. უკვე ჩასხმულია საძირკველიც.

ახალშენში აჭარიდან, ხულოსა და შუახევის რაიონებიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმანია.



რამდენიმე დღის წინ რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა. შემდეგ კი უკმაყოფილო მოსახლეობა პრეტენზიებით წალკის მერიაში მივიდა. მათ წალკის მერი ილია საბაძე შეხვდა, შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თავის მხრივ მერი მუსლიმთა მუფტს შეხვდა.


როგორც წალკის მერი ილია საბაძე განმარტავს, შესაბამისი ნებართვა გაიცა, თუმცა მერიამ ნებართვა საცხოვრებელ სახლზე გასცა და არა მეჩეთზე. მუსლიმები კი ამბობენ, რომ თავდაპირველად შენობის იერსახე მეჩეთის სტილის არ იქნება და მას შემდგომში გადააკეთებენ.


ქრისტიანები ითხოვენ მეჩეთის მშენებლობა არა ღვთისმშობლის ტაძრის გვერდით, არამედ სოფლის გარეთ, მუსლიმანურ სასაფლაოსთან მოხდეს, სადაც მერიამ მათ 1 ჰა მიწა გამოუყო. ადგილობრივი მუსლიმებისთვის კი ეს წინადადება მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ მეჩეთის მშენებლობას სწორედ სასაფლაოსთვის გამოყოფილ ფართზე გეგმავდნენ. პროტესტის ნიშნად მუსლიმებს ამ ადგილას არცერთი გარდაცვლილი არ დაუკრძალავთ.


„2012 წელს გადასცეს მიწა სასაფლაოებისთვის მეჩეთს გამგეობა არ აშენებინებდა. მუსლიმი აჭარლები ჩვენთან საუბარში იძახდნენ, რომ მეჩეთს მაინც ააშენებდნენ. ჩვენ მუდმივად ვუმეორებდით, რომ წინააღმდეგი არ ვართ და შეუძლიათ მათთვის გამოყოფილ ადგილას ააშენონ და ხელს არ შევუშლით, მაგრამ სოფლის ცენტრში, ეკლესიებთან მეჩეთის აშენება ჩვენთვის მიუღებელია. მეჩეთის საძირკველის გათხრა დაიწყეს პარასკევს. საძირკვლის ფუძე ჩაყრილია. ჩვენი წინააღმდეგობის გამო ამჟამად მშენებლობა გაჩერებულია, მაგრამ საკითხი კვლავ არ არის გადაწყვეტილი და დაპირისპირებაც გრძელდება, “ - აცხადებენ ადგილობრივი ქრისტიანები.


image

1
76
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
76
  
2018, 15 აპრილი, 7:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1