რელიგია პროტესტის გამო იერუსალიმში მაცხოვრის საფლავი და ტაძარი დაკეტეს 2018, 25 თებერვალი, 20:57 იერუსალიმში მაცხოვრის საფლავი და მასზე მდებარე ტაძარი პროტესტის ნიშნად დაიხურა. ეს კი ყველა ქრისტიანული კონფესიის ერთობლივი გადაწყვეტილებითაა გამოწვეული. პროტესტის მიზეზი იერუსალიმის მერიისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გეგმებია, რომლის თანახმადაც კომპლექსს, შესაძლოა, მუნიციპალური გადასახადი დაეკისროს. საერთაშორისო მედიიის ჟურნალისტებთან საუბრისას კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც მაცხოვრის საფალვის ერთობლივ მართვას ახორციელებენ, აცხადებენ, რომ ეს არსებული "სატუს-კვოს" დარღვევაა. მათი განმარტებით იერუსალიმის ხელისუფლება აპირებს დაუწესოს გადასახადი ყველა სახის უძრავ ქონებას, გარდა უშუალოდ ტაძრისა. "წმინდა მიწაზე ქრისტიანებზე სისტემატიური და უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება, რაც არღვევს საბაზისო და სუვერენულ უფლებებს, რომელიც ანტიკური ხანიდან გაგვაჩნია. რაც აზიანებს იმ ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, რომელიც იერუსალიმის ქრისტიანულ თემსა და ადგილობრივ ხელისუფელბას შორის არსებობდა, " - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც მართლმადიდებელი პატრიარქი, კათოლიკური ეკლესიის კუსტოსი და სომხური ეკლესიის პატრიარქი აწერენ ხელს. როდემდე იქნება უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - მაცხოვრის საფლავი დაკეტილი მნახველებისა და მრევლისთვის ჯერჯერობით უცნობია. იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის სავანე და იქ მდებარე ტაძარი არა მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე, სხვა პერიოდშიც მოეეწმუნეების სიმრავლით გამოირჩევა. ქრისტიანების გარდა საფლავს სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც მოილოცავენ. 193 2-ს მოსწონს
|