ტექნიკური ბერლინის აეროპორტში Airbus A350 XWB-მა უნიკალური მანევრი შეასრულა(ვიდეო) 2018, 10 მაისი, 12:00 თავის ოსტატობა და რაც მთავარია თვითმფრინავის უნიკალური თვისება გამოავლინეს პილოტებმა ბერლინის საერთაშორისო ავიაშოუზე. ფრანგულმა სამგზავრო აირბუს-A350-900XWB-მა მეტად სახიფათო მანევრი შეასრულა:ვერტიკალური აფრენა, როგორც წესი მსგავს მანევრს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ასრულებენ, ხოლო სამგზავრო ლაინერისთვის მეტად საშიშია, როგორც წესი ასეთი მანევრი უმეტესად ავიაკატასტროფით მთავრდება.
თუმცა მწარმოებელი კომპანია ირწმუნება, რომ ამ თვითმფრინავისთვის ეს მანევრი საშიში არ არის, არ წარმოადგენს საფრთხეს არც ჰაერში და არც მიწაზე. Airbus A350 XWB ( ულტრა ფართო ფუზელაჟი) - არის შორი მაგისტრალური ფართოფუზელაჟიანი ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც A330 და A340 ჩააანაცვლა.
A350 არის Airbus -ის პირველი თვითმფრინავი, რომლის ფუზელაჟიც დამზადებულია ნახშირბოჭკოვანი პლასტიკისგან. შეუძლია 250-დან 350 მგზავრის გადაყვანა ტიპიური სამი კლასის კონფიგურაციით, ხოლო მაქსიმალური ტევადობა 440-550 მგზავრია, რაც დამოკიდებულია ხომალდის მოდიფიკაციაზე. A350 -მა თავისი პირველი საცდელი რეისი შეასრულა 2013 წლის 14 ივნისს ტულუზადან -ბლანიაკში, პირველი შემკვეთი იყო Qatar Airways-ი, რომელმაც 80 თვითმფრინავი შეიძინა.ხომალდი აღჭურვილია Rolls-Royce Trent XWB-ის ძრავებით.
2015 წლის 15 იანვარს A350 XWB -მა პირველი კომერციული რეისი შეასრულა დოჰადან-ფრანკფურტში.
359 2-ს მოსწონს
|