x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამჟამად კოსმოსში დაფრინავს ავტომობილი " ტესლა",თან მანქანაში დევიდ ბოუის სიმღერაა ჩართული
image

კომპანია Space X განახორციელა ზემძიმე რაკეტა-მატარებლის Falcon Heavy გაშვება კანავერალის(ფლორიდა) სასტარტო მოედნიდან.


რაკეტამ სტარტი აიღო 13:40 წუთზე ადგილობრივი დროით(თბილისი დროით 00:40)ელიპტურ ორბიტაზე რომელიც მზიდან მარსამდეა გადაჭიმული.



რაკეტაში მოთავსებულია Space X-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის პირადი ავტომობილი, წითელი ფერის Tesla Roadster, რომლის საჭესთან ზის მანეკენი, ავტომობილის პანელს აწერია "Don't Panic", ხოლო მანქანის აუდიოსისტემის დინამიკებიდან ისმის დევიდ ბოუის სიმღერა "Space Oddity".


image


ავტომობილ Tesla -ში ჩამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომლის კადრების იქნება "ეპიკური", გვპირდება ილონ მასკი.


მისივე განცხადებით, სპორტული ავტომობილი ორბიტაზე მილიონობით წელი იქნება.


როგორც დაგეგმილი იყო, Falcon Heavy-ის ორი დამაჩქარებელი წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე, იმავე ადგილზე საიდანაც რაკეტამ სტარტი აიღო, რაც შეეხება მესამე, ცენტრალურ დამაჩქარებელს წესით ფლორიდის სანაპიროზე მცურავ პლატფორმაზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა დაგეგმილს ოდნავ ასცდა და 100 მეტრის დაშორებით ოკეანეზე ჩავარდა.


Falcon Heavy არის დღეისთვის არსებული ყველაზე მძლავრი რაკეტა-მატარებელი, მას შეუძლია 64 ტონა ტვირთის გადაზიდვა.



Falcon Heavy პირველი საფეხურზე შედგება 27 ძრავისგან, რომლის საერთო სიმძლავრე 5 მილიონი ფუნტია, რაც ერთდროულად აღებული თვრამეტი Boeing 747 სიმძლავრის ეკვივალენტია. უკვე მარსის ორბიტაზე გასული Falcon Heavy-ის მიახლოებითი წონა 17 ტონა იქნება, როგორც მასკი აღნიშნავს, მისიის მთავარი მიზანია, ადამიანის გაგზავნა მარსზე.



თუმცა Falcon Heavy-ის ჰყავს კონკურენტები, ეს გახლავთ ზემძიმე რაკეტა New Glenn, რომელზეც კომპანია Blue Origin-ი მუშაობს და რომლის ხელმძღვანელიც Amazon- ის შეფი ჯეფ ბეზოსია, New Glenn -ის გაშვებას 2020 წელს აპირებენ.


ბეზოსი ამტკიცებს, რომ New Glenn-ის ტვირთამწობა უფრო მძლავრი იქნება ვიდრე Falcon Heavy-ის და უფრო ნაკლები, ვიდრე ამერიკული "სატურნი-5"-ის, რომლითაც ამერიკელები გაემგზავრნენ მთვარეზე 1973 წელს(140 ტონა ტვირთამწეობა) ან საბჭოთა რაკეტა-მატარებელი "ენერგია"(100 ტონა ტვირთამწეობა), თუმცა 'სატურნი-5" და "ენერგია" ერთჯერადი რაკეტა მატარებლები იყვნენ, ხოლო მასკი და ბეზოსი რაკეტა-მატარებლები მრავალჯერადი გამოყენების იქნება.


ანალოგიურ პროექტს რუსები 2021 წელს გეგმავენ ზემძიმე რაკეტის, Ангара-А5М"-სახით.


ვიდეო:Falcon Heavy-ის მისიის ანიმაციური გეგმა





ვიდეო:Falcon Heavy-ის სტარტი კანავერალის სასტარტო მოედნიდან



1
186
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
186
  
2018, 7 თებერვალი, 10:33
დამასწარიიიიიიი
0 1 1