ტექნიკური მეცნიერება დაადგინეს მაიას ტომის ნაგებობების სიმტკიცის საიდუმლო 2023, 21 აპრილი, 18:20 გრანადის (ესპანეთი) უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამოხსენეს არაჩვეულებრივი სიმტკიცის კირის საიდუმლო, რომელსაც იყენებდა უძველესი მაიას ტომი მონუმენტური შენობების მშენებლობაში. ძველ მაიას ჰქონდა საკუთარი სამშენებლო ტექნოლოგია და რეცეპტები კირის და ბათქაშის დასამზადებლად, რომლებიც წარმოუდგენლად გამძლე იყო. ვინაიდან ეს რეცეპტები დღემდე არ შემორჩენილა, მეცნიერებმა გადაწყვიტეს ანალიზი ჩაეტარებინათ შენობებზე თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. მკვლევარებმა გამოიყენეს გადამცემი ელექტრონული მიკროსკოპია, პოლარიზებული სინათლის მიკროსკოპია და მაღალი გარჩევადობის რენტგენის დიფრაქცია კოპანის( ჰონდურასი) არქეოლოგიური ძეგლის ნანგრევების ნიმუშებზე. მათ ბაქაშის კრისტალურ სტრუქტურაში დაინახეს სხვადასხვა ზომის ორგანული ნაწილაკების ჩანართები. აღმოჩნდა, რომ ბათქაში შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს, უფრო სწორად, ხის ქერქის ექსტრაქტს. ეს დაადასტურეს ადგილობრივმა ქვის მთლელებმა, მაიას შთამომავლებმა, რომლებმაც რაღაც სასწაულით შეინარჩუნეს უძველესი მეთოდი. მაია იყენებდა რეგიონში გავრცელებული ხეების ქერქის ექსტრაქტებს: Havardia albicans და Bursera simaruba. მცენარეული ინგრედიენტი ეხმარეობდა ძველ მაიას საოცრად ძლიერი და გამძლე შენობების აშენებაში. მეცნიერებმა გადაწყვიტეს სამშენებლო მასალის მომზადება უძველესი რეცეპტის მიხედვით და აღმოჩნდა, რომ იგი თითქმის იგივე იყო, რაც ორიგინალი ნარევი, შესაბამისი კრისტალური სტრუქტურით და მსგავსი თვისებებით - სიმტკიცე, პლასტიურობა, მდგარადობა მაღალი ტენიანობის მიმართ. ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა! ალბათ ეს აღმოჩენა გამოდგება თანამედროვე სამშენებლო მასალის გასაუმჯობესებლად. „ჩვენი კვლევა დაგვეხმარა კირზე და ბათქაშზე დამატებული ბუნებრივი ორგანული დანამატები ამოგვეხსნა. ასეთი ნარევები კეთდებოდა არა მხოლოდ მაიას, არამედ სხვა უძველესი ცივილიზაციების მიერაც“, - წერენ ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები. 529 3-ს მოსწონს
|