x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბავშვობაში მონაზვნისგან გაუპატიურებულმა მოხუცმა 76 წლის ასაკში გაიცნო საკუთარი ქალიშვილი

image

ედვარდ ჰეიზი(Edward Hayes) კათოლიკე მონაზონს მიაბარეს აღსაზრდელად, 14 წლის იყო, როდესაც 27 წლის მონაზონს მისგან გოგონა გაუჩნდა.

image

76 წლის მოხუცის განცხადებით, 12 წლის ასაკიდან ორი წლის განმავლობაში მასზე რეგულარულად სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა მონაზონი, რომელსაც აღსაზრდელად მიაბარეს.

image

76 წლის მოხუცი ევედრებოდა კათოლიკურ ეკლესიას, რაიმე შეეტყობინებინათ ბავშვის შესახებ, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაისახა, ის ბედნიერად წავა ამ ქვეყნიდან თუ გაიგებს, რომ მისმა შვილმა ბედნიერი ცხოვრება განვლო, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ვატიკანის ჩინოვნიკებმა ყურიც არ შეიბერტყეს.

image

"ვფიქრობდი, რომ სიტუაცია საკმაოდ არაორდინალური იყო, არც ვვარაუდობდი, რომ ბავშვი, რომელიც გაუპატიურების შემდეგ დაიბადა, ოდესმე გაიგებდა საკუთარი ჩასახვის დეტალებს, რაზეც ვიმედოვნებდი, ეს იყო დახმარება კათოლიკური ეკლესიის მხრიდან, თუმცა ეს პერსპექტივა არარეალური ჩანდა"-ამბობს ედვარდი.

image

"არც მქონდა იმედი, რომ ოდესმე ერთმანეთს შევხვდებოდი, უბრალოდ მსურდა გამეგო, რომ მას ყველაფერი რიგზე ჰქონდა"

ედვარდი, რომელიც 12-იდან 14 წლამდე მონაზვნისგან სექსუალურ ძალადობას განიცდიდა, საბოლოოდ შეხვდა თავის 62 წლის ქალიშვილს, მეტიც, შვილმა თან ოთხი შვილიშვილიც გააცნო.

" არასოდეს მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა. მაგრამ, ეს მოხდა, ვიპოვეთ ერთმანეთი. ახლა ბედნიერი მოვკვდები ", - ამბობს ედვარდი.

image

"ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე. 20 წლიანი ძებნის შემდეგ, მამაჩემი 62 წლის ასაკში მაინც ვიპოვე. ახლა ჩემს შვილებს ბაბუა ჰყავთ ", - ამბობს ედვარდის ქალიშვილი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

image

ედვარდის ისტორია გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო საკურორტო ქალაქ Lytham St Annes -ში (ლანკაშირი) ჯონ რეინოლდის სახლში, ის გახდა 27 წლის ირლანდიელი მონაზონის, მერი კონლეტის მსხვერპლი, როდესაც ქალი დაფეხმძიმდა სამარცხვინოდ გააგდეს ეკლესიიდან, მერიმ გოგონა იმშობიარა, რომელიც გააშვილეს, მერი კონლეტის ოჯახი ამტკიცებს, რომ ქალს უზომოდ უყვარდა ედვარდი და დიდხანს ეძებდა მას, შემდეგ დაბრუნდა ირლანდიაში, იქვე გათხოვდა და ორი ვაჟიც გააჩინა.გარდაიცვალა 2002 წელს.

imageფოტოზე:ედვარდ ჰეიზი და მერი კონლეტი(ნამდვილი სახელი ბესი ვერონიკა ლოულერი)

image

სწორედ მისმა ვაჟებმა იპოვეს უფროსი და, ედვარდის ქალიშვილი, რომელმაც სანამ დედა გარდაიცვლებოდა, გაიგო მამის სახელი, რომლის ძებნაც დაიწყო და მხოლოდ 20 წლის შემდეგ მიაგნო.

imageფოტოზე: სახლი სადაც ეს ისტორია დაიწყო

imageიხილეთ აგრეთვე

image

0
1630
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1630
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0