საზოგადოება "თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდიო"- გერმანელი მოსამართლის პასუხი ქართველ უკანონო ემიგრანტს 2018, 9 მაისი, 12:48 "მეგობარს სათარგმნელად წავყევი სასამართლოზე. შემოიყვანეს პატიმარი, წაუკითხეს ბრალდება - საბუთების გაყალბება, გერმანიაში შემოსვლა ყალბი პასპორტით, ბანკის ანგარიშის გახსნა ყალბი პასპორტით, სამედიცინო დაზღვევა ყალბი პასპორტით (გერმანიაში ეს არის ძალიან სეიოზული დანაშაული). პროკურორმა - განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის 1 წელი და 5 თვვე ციხეო, მერე ადვოკატმა დაიცვა და ბოლოს ქართველი პატიმარიც ასაუბრეს: ეს მქვია, ამ დროს დავიბადე, ეს სკოლა დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მერე სამშობიაროში ვიმუშავე ექიმად, მერე სამსახური დავკარგე, ორი შვილი მყავს, ერთი ავადმყოფი, გავყიდე მანქანა და სახლი, მაგრამ მაინც ფული მჭირდებოდა, გერმანიაში პაკეტების დამტარებლად შემომთავაზეს ჯობდა თუ ხორვატიული პასპორტი მექნებოდა და რა მექნა გავაყალბეო, ფოსტალიონად ვმუშაობდი და ბავშვებს ბინის ქირას ვუხდიდიო... მერე პაუზა, მოსამართლე აჯამემდა მონაცემებს და ბოლოს თქვა, თქვენ რომ გერმანიაში დაბადებულიყავით, ალბათ შეიძლება რომელიმე საავადმყოფოში მთავარ ექიმად გემუშავათო, რადგან სამწუხაროდ საქართველოში საშუალება ვერ იპოვეთ ავადმყოფი შვილისთვის მიგეხედათ, ევროპაში ფოსტალიონობა გადაწყვიტეთო, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის საქციელიაო....და ბოლოს თქვა - მეც ასე მოვიქცეოდიო! !!! პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა, მე სანამ ქვითინს ავტეხავდი, სასწრაფოდ დავტოვე დარბაზი....“წერს ემიგრანტი, ხათუნა გეგეჭკორი. ემიგრანტი ქალი ამ პოსტით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ცვლილებას კანონმდებლოვბაში, რომლის მიხედვით უკანონო ემიგრანტები და მათი დამხმარეები დაისჯებიან სისხლის სამართლის კანონით . მოგვიანებით ხათუნა გეგეჭკორი იმასაც წერს, რომ მოსამართლემ ქართველი ექიმი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა...... . 118 1-ს მოსწონს
|