x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არ ეწევა, არა სვამს, ნორმალურად იკვებება – და მაინც სიმსივნე აღმოაჩნდა! რატომ?

თუ ადამიანი არ ეწევა და მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში სვამს, ეს იმის გარანტია ვერ იქნება, რომ ის მძიმე დაავადებებისგან და განსაკუთრებით, სიმსივნისგან იქნება დაცული. სამწუხაროდ, ყველას, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს (არ სვამს, არ ეწევა, ვარჯიშობს), შესაძლებელია, დიდი იმედგაცრუება ელოდეს – სიმსივნე, ერთი შეხედვით, ყველაზე ჯანმრთელ ადამიანებსაც ემართებათ და მისგან არავინ არის დაზღვეული.


image


ცნობილ ონკოლოგს, ვიშალ რაოს ისეთი პაციენტებიც ჰყოლია, რომლებიც სიგარეტს და სპირტულ სასმელს საერთოდ არ ეკარებოდნენ, ვარჯიშობდნენ და მავნე საკვებს (ჩიფსები, ბურგერები და ა. შ.) ერიდებოდნენ, მაგრამ სიმსივნით მაინც დაავადდნენ.

სწორედ ამ პაციენტებს უჩნდებათ ყველაზე ხშირად კითხვა: «რატომ მე?»...

ექიმმა რაომ პირველად რომ მოისმინა პაციენტისგან ეს შეკითხვა, დაიბნა, არ იცოდა, რა ეთქვა. მაგრამ, შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და ჯანმრთელი ადამიანის სიმსივნით დაავადების 5 შესაძლო მიზეზი დაასახელა:imageI. დიდი რაოდენობით პესტიციდების შემცველი პროდუქტები. ჩვეულებრივ, პესტიციდებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწერებისგან დასაცავად იყენებენ ფერმერები. შეიძლება, ცალკე აღებულ პროდუქტში, შხამ-ქიმიკატების რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყოს და ადამიანი მაშინვე არ მოიწამლოს, მაგრამ წლების მანძილზე, ეს ყველაფერი ორგანიზმში ილექება და ბოლოს სიმსივნის სახით ვლინდება.


image

imageII. პროდუქტი კონსერვანტებით, რომლებიც მის ხანგრძლივი დროით შენახვას და ვარგისიანობას უზრუნველყოფს.


image


განსაკუთრებით სახიფათოა სინთეტიკური კონსერვანტები. ნატრიუმის ბენზოატმა და ნატრიუმის ნიტრიტმა, მაგ., შეიძლება კუჭის სიმსივნე გამოიწვიოს.


image

imageIII. სიმსივნეს გამოწვევა შეუძლია პროდუქტებს, რომლებიც საკვებ საღებავებს შეიცავს. მაგ., კოკა-კოლა რეალურად მწვანე ფერის არის და მხოლოდ წითელი საღებავის დამატების შემდეგ ხდება მუქი კარამელისფერი.



image


ამჟამად, კვების მრეწველობაში ძირითადად Red 40, Blue 1 და Yellow 5 საღებავებს იყენებენ, რაც პროდუქტს სახიფათოს ხდის ჯანმრთელობისთვის.image

IV. ქუჩაში ნაყიდი საკვები, გარკვეულწილად, ასევე წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის არაჰიგიენურ გარემოში მზადდება.


image


გარდა ამისა, ასეთ საკვებზე ავტომობილების გამონაბოლქვები, მძიმე მეტალები და ატმოსფეროში არსებული სხვა მავნე ნივთიერებები ილექება.imageV. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა პროდუქტების სიაში მოხვდა კალციუმის კარბიდის შემცველი პროდუქტებიც. აღნიშნული ქიმიური ნივთიერება ხილის და ბოსტნეულის სწრაფად დამწიფებისთვის გამოიყენება.


image


ითვლება, რომ ეს ნივთიერება ძალიან ტოქსიკური და მეტისმეტად სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

imageგამოდის რომ, მხოლოდ სიგარეტი არ შეიცავს მომაკვდინებელ კარცენოგენებს. ჩვენი ორგანიზმისთვის ხილი და ბოსტნეულიც სახიფათო არის, რომ არაფერი ვთქვათ ნახევარფაბრიკატებზე და «ფასტ-ფუდებზე».

imageგამოსავალი რაშია? უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქტის მწარმოებელ ორგანიზაციას, მის რეპუტაციას. პროდუქტები უნდა შევიძინოთ პატარა საფერმერო მეურნეობების მეპატრონეებისგან ან თავად უნდა მოიყვანოთ ხილი და ბოსტნეული.

და კიდევ, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ პროდუქტების შეძენისას მისი შემადგენლობა. ის არ უნდა შეიცავდეს საღებავებს და საკვებ დანამატებს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image«სიბერე ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ის ავადმყოფობაა...». დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან
7 ფაქტი მაკდონალდსის შესახებ, რომლის გაგების შემდეგ, იქ ვიზიტებს შეამცირებთ

რამდენად მავნებელია ფასტფუდი (სწრაფი კვება)

დავლიოთ თუ არა Coca-Cola? სასმელის საიდუმლო «ექსტრაქტი»


0
1357
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0