ქალი და მამაკაცი 70 წლის მიხეილ შუფუტინსკის თავისზე 29 წლით უმცროსი მოცეკვავე შეუყვარდა 2018, 8 მაისი, 15:08 გავრცელდა ხმები, რომ 70 წლის მომღერალს რომანი აქვს 39 წლის მოცეკვავესთან.სვეტლანა ურაზოვასთან, ამასთან ერთად შუფუტინსკიმ გადაწყვიტა წონაში დაიკლოს.
მიხეილ შუფუტინსკი 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდა თავის მეუღლესთან, მარგარიტა შუფუტინკისთან ერთად, 2015 წელს მომღერალს მეუღლე გარდაეცვალა, როგორც რუსული ყვითელი პრესა იუწყება, 70 წლის მომღერალი შეყვარებულია და მისი რჩეულია მასზე 29 წლით უმცროსი, მისივე ჯგუფის მოცეკვავე სვეტლანა ურაზოვა. გადაცემაში Ты не поверишь! აღნიშნეს, რომ შუფუტინსკი საყვარელი ქალისთვის მზადაა წონაშიც დაიკლოს, იგი რეგულარულად დადის სპორტდარბაზში თუ აუზზე და უკვე დაიკლო 30 კილოგრამი! აპირებს თუ არა დაქორწინებას მომღერალი?შუფუტინსკიმ ამაზე ასეთი ირონიანარევი კომენტარი გააკეთა: -ქორწილი? რა ქორწილი?!ჯერ მზად არ ვარ ქორწილისთვის, ძალზე ახალგაზრდა ვარ ასეთი ფორმალობისთვის. სვეტლანა ურაზოვას ერთი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს, რაც შეეხება მიხეილ შუფუტინსკის-ორი ვაჟი და 7 შვილიშვილი ეზრდება. შეგახსენებთ, ებრაული წარმოშობის რუსი პოპ და შანსონის მომღერალი ჯერ მოსკოვისა და მაგადანის რესტორნებში მღეროდა, შემდეგ აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში 10 წლით, 1990 წლიდან რეგულარულად აწყობდა გასტროლებს რუსეთში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ხოლო 2003 წლიდან საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში, სახელი გაითქვა სიმღერებით: Марджанджа, За милых дам, Душа болит, Улетайте вороны, Еврейский портной და სხვა. იხილეთ აგრეთვე229 6-ს მოსწონს
|