მსოფლიო სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანი დაამტკიცეს 2018, 8 მაისი, 13:46 . სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას კენჭი დღეს გამართულ სხდომაზე განმეორებით უყარეს. 1 მაისს დეპუტატებმა მისი დამტკიცების საკითხი ჩააგდეს და ოპოზიციის ლიდერმა სათანადო მხარდაჭერის მობილიზება ვერ შეძლო.
.
გავრცელებული ცნობით, ფაშინიანს მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 დეპუტატი იყო.
.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.
32 შეფასება არ არის
|