საზოგადოება „ერთ-ერთი დაღუპულის სამუშაო ადგილი - კულტურის სამინისტრო, სახელმწიფო სამსახურია, რა ხდება?“ 2018, 6 მაისი, 16:46 . ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გუშინ გაურკვეველი ნივთიერებით დაღუპული ახალგაზრდების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მიანიშნებს, რომ ერთერთი დაღუპული კულტურის სამინისტროში მუშაობდა:
.
“ძალიან დიდი ტრაგედიები მოხდა ზედიზედ. ფაქტია რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა სასწრაფოდ და რადიკალურად უნდა შეიცვალოს და სახელმწიფომ წამლის ჩადებებით კი არა სერიოზული ნაბიჯებით უნდა გადაჭრას ეს საშინელი პრობლემა.
.
ერთ-ერთი დაღუპულის ფეისბუქგვერდზე გადავედი ახლა და თვალში მომხვდა სამუშაო ადგილი-კულტურის და სპორტის სამინისტრო. სამინისტრო სახელმწიფო სამსახურია როგორც მახსოვს... რა ხდება?"-წერს მაკა რაზმაძე.
.
290 1-ს არ მოსწონს
|