რჩევები ნივთები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს 2018 წლის ზაფხულის გარდერობში 2018, 6 მაისი, 9:27 სულ მალე ზაფხული მოვა და წლის ცხელი სეზონისთვის მზადება, აქედანვე უნდა დავიწყოთ. აუცილებელი არ არის, ყველაზე, ყველაზე მოდური ნივთების ყიდვა — საკმარისია, გარდერობის საბაზო ნივთები შეძენა და ულტრამოდური აქსესუარებით შევსება. თავისუფალი პერანგი
ნათელი, ხასხასა ფერის კაბა კაბა, ლაკონიური სილუეტით და მინიმალური გაფორმებით, კიდევ არაერთი სეზონი იქნება აქტუალური. აირჩიეთ მოდელი, რომლის ტარება, დღე და საღამოს საათებშიც შეგეძლებათ – შერჩეული აქსესუარების მიხედვით. მოკლე შორტი არც მოკლე შორტი გამოსულა მოდიდან. თუ ასეთი სიგრძის ტარებისთვის მზად არა ხართ, შეგიძლიათ შორტთან ერთად, ჩახსნილი კაბა-პერანგი ან კარდიგანი ჩაიცვათ. კლასიკური ლურჯი ჯინსი შარვლის შერჩევისას, უპირატესობა სუფთა ხაზებს და უბრალო, მარტივ სილუეტს მიანიჭეთ. შეგიძლიათ აირჩიოთ დახეული მოდელიც. არც თავისუფალი სილუეტი და მაღალი წელი თმობს ჯერ-ჯერობით პოზიციებს (იხ. ვირჩევთ მოდურ ჯინსებს ზაფხულის სეზონისთვის).ქვედაბოლო მიდი შეგიძლიათ აირჩიოთ ქვედაბოლო-ფანქარი, ელეგანტური ტრაპეცია ან გოფრე. ფერი შეიძლება საკმაოდ ნათელი, ხოლო პრინტი აქტიური იყოს.და რა თქმა უნდა, ლამაზი ფეხსაცმელი ფეხსაცმლის შერჩევისას, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ელეგანტურობა საკმარისი არ არის და შეიძლება ითქვას, რომ ის უფრო მოსახერხებელი უნდა იყოს, ვიდრე ლამაზი. ამიტომ, უარს ნუ იტყვით ფეხსაცმელზე ბრტყელი ლანჩით, – ის საუკეთესო ვარიანტია კომფორტული და უსაფრთხო სიარულისთვის. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: სამოსის გალამაზების საუკეთესო ხერხი. 2018 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი
253 6-ს მოსწონს
|