x
image
Culture Express
" მეგობარმა მითხრა: თმა მაინც სხვა ფრად შეიღებე, კლონი ხო არა ხარ ნანისიო.." - ეკა მამალაძე
image ნანი ბრეგვაძე ქართული სცენის შეუდარებელი მომღერალი, რომანსების განუმეორებელი შემსრულებელი, რომელმაც უკვე 80 წელს გადააბიჯა, თუმცა დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება, ის უბადლო შესრულებასთან ერთად სტილის, ელეგანტურობისა და მომხიბვლელობის ერთგვარ სიმბოლოდ აღიქმება..


ფოტო: ჟურნალი "სითი"

image მან სასცენო მოღვაწეობა პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტში დაიწყო, შემდეგ იყო საესტრადო ორკესტრ "რეროსა" და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ "ორერას" სოლისტი, რომელთან ერთადაც ტრიუმფით მთელი მსოფლიო მოიარა. 80-იანი წლებიდან სცენაზე სოლო მომღერლად გამოჩნდა, ხოლო უკვე წლებია, რაც სცენაზე ქალიშვილთან ეკა მამალაძესთან და შვილიშვილ ნატალია ქუთათელაძესთან ერთად გამოდის.


image



ფოტოზე: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე

image

როგორც ამბობენ, ნანი ბრეგვაძე დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმაში, რომ როგორც სცენაზე, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც თავად, ისე მისი შვილი და შვილიშვილი კარგად გამოიყურებოდნენ.


" ნანი ძალიან ერევა ჩვენს ჩაცმულობაში და ხანდახან ვღიზიანდებით კიდეც, მაგრამ მერე რომ ვფიქრობ ალბათ კარგია ჩარევა, როგორც ჩაცმაში ვთქვათ სიმღერაში, თმის ვარცხნილობაში, ეს თითქოს ცოტა გთრგუნავს როცა ერევიან, მაგრამ მერე რომ ვფიქრობ ეს კარგია, იმისთვის რომ ზედმეტად ვიყო ფორმაში.." - ეკა მამალაძე


ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ნანი ბრეგვაძე ფოტო ჟურნალიდან "კულინART"

image იმის მიუხედავად რომ ნატალია ქუთათელაძემ კლასიკური, ოპერის მომღერლის მიმართულება აირჩია და არა საესტრადო, დედასთან და ბებიასთან ერთად გამოდის სცენაზე და ერთად ასრულებენ სიმღერებს..



image

რაც დრო გადის აშკარა ხდება, რომ ნანი ბრეგვაძესა და ეკა მამალაძეს შორის გარეგნული მსგავსება უფრო და უფრო იზრდება, ეკა დედას ემსგავსება. მსგავსება უფრო მეტად თვალშისაცემი ხდება მაშინ, როცა მომღერლები ერთად გამოდიან სცენაზე.

image

" როგორ შეიძლება რომ ნანის არ ვგავდე, რაც უფრო ასაკში შევდივარ, ვიღაცეებს გონიათ, რომ ნანი ვარ. შვილი ემსგავსება მშობელს, წარმოიდგინეთ ეს ჩემთვის რა არის, ხანდახან მინდა რომ თვის ვარცხნოლობაც რადიკალურად შევიცვალო და გადავიღებო, იმიტომ რომ ჩემმა მეგობარმა ერთხელ ძაან სასაცილოდ მითხრა: თმა მაინც სხვა ფრად შეიღებე, კლონი ხო არა ხარ ნანისიო. და ვიღიავებ თმას, ვცდილობ რაღაც დეტალებით, შტრიხებით მაინც განვსხვავდებოდე მისგან. და არ ვიყო კოპირებული და მისნაირი.." - ეკა მამალაძე

image

image

3
304
7-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
304
  
2018, 6 მაისი, 23:25
ქალი, რომელიც მეგობარ ქალს ოჯახს დაუნგრევს ქალი არაა, ნაგავია.
2018, 5 მაისი, 21:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 5 მაისი, 20:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3