x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამ საშუალების მხოლოდ 1 ჩ. კ. დაგეხმარებათ, თუ მცენარე «უარს ამბობს» ყვავილობაზე

თუ თქვენი ყვავილოვანი მცენარე საერთოდ არ იკეთებს კვირტებს ან ძალიან პატარა ზომის ყვავილები აქვს, — ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ ჰყოფნის სიცოცხლისეული ძალა და საჭირო ნივთიერებები, ყვავილობისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მას თქვენი დახმარება ესაჭიროება! არსებობს ერთი ხროკი იმისთვის, რომ მცენარის ყვავილობა დიდხანს გაგრძელდეს, ხოლო ყვავილები დიდი და ფუმფულა ჰქონდეს. ამისთვის, სპეციალური სასუქი არის საჭირო, რომლის მომზადების რეცეპტს ქვემოთ გთავაზობთ. თუ ამ რჩევას გამოიყენებთ, თქვენი ყვავილი ნამდვილად გაგახარებთ.


image
იმისთვის, რომ მცენარემ ლამაზი და მოცულობითი ყვავილები გამოიტანოს, გამოცდილი მეყვავილეები, მცენარის კოკრობის პერიოდში, მისთვის აბუსალათინის ზეთით დამზადებული სასუქის მიწოდებას გვირჩევენ. რომლის წყალობით, ყვავილები დიდი, ლამაზი, ხასხასა და მუქი ფერისაც კი იქნება!


მომზადება და გამოყენება:


I. 1 ლ. პლასტიკატის ბოთლში ჩაასხით ოთახის ტემპერატურაზე დაყენებული წყალი და დაუმატეთ 1 ჩ. კ. აბუსალათინის ზეთი.
II. სახურავი მჭიდროდ დაახურეთ და ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ. აბუსალათინის ზეთი პატარა ნაწილებად უნდა დაიშალოს და წყალს შეერიოს, რომ მორწყვის დროს, ფესვები არ დააზიანოს.
III. ბოთლში ზეთი რომ «გაქრება», მაშინვე დაუსხით მცენარეს ძირში. ეს მანამდე უნდა მოხდეს, ვიდრე ზეთი ისევ ზევით ამოიწევა და შეერთდება.

თუ მცენარე წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავის, ეს სასუქი წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა გამოიყენოთ. ხოლო, თუ ის მუდმივად ყვავის და მხოლოდ ცოტა ხნით ისვენებს, მაშინ აბუსალათინის ზეთის სასუქის მისტვის მიწოდება, თვეში ერთხელ არის რეკომენდირებული.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageბუნებრივი სასუქი, რომელიც ნიადაგს ჟანგბადით ამდიდრებს და მცენარის ფესვებს აძლიერებს
ნიშადურის სპირტი – სასუქი და დაცვა ოთახის მცენარეებისთვის

ნატურალური სასუქი, რომელიც «მკვდარს გააცოცხლებს»

0
2075
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2075
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0