საზოგადოებრივი ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო 2020, 25 ნოემბერი, 11:18 ალექსანდრე VI (ერისკაცობაში როდრიგო დე ბორჯია (ბორხა) ) - მეორე რომის პაპი იყო, ესპანელი ბორჯიების გვარიდან. ითვლება, რომ ის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი პაპი იყო, მათ შორის, ვინც ამ თანამდებობაზე ოდესმე ყოფილა. თუმცა, სწორედ მისი წყალობით, მსოფლიო კულტურის ისტორიაში, არაერთი ფასდაუდებელი ნიმუშია შეიქმნა. გარდა ამისა, მან გარკვეული გავლენა იქონია იმ პერიოდის მოვლენების მსვლელობაზე, რომლის შედეგსაც დღემდე «ვიმკით»... ალექსანდრე VI დაოჯახებული იყო, ამავდროულად, მას ჰყავდა არაერთი საყვარელი და უკანონო შვილები, ის წამლავდა საკუთარ მტრებს და ორგიებს აწყობდა ვატიკანში... თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, უსაქმოდაც არ მჯდარა... და აქ, მისი ხელშეწყობით განხორციელებულ, ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს წარმოგიდგენთ: მაკიაველის «მთავარი» მაკიაველის «მთავარი» – ყველაზე ცნობილი ტრაქტატია, ოდესმე დაწერილ პოლიტიკური ტრაქტატებს შორის. ცნობილი პოლიტიკოსები, დაწყებული ნაპოლეონით და მუსოლინით – ბილ კლინტონით დამთავრებული, მაკიაველის იდეებს სწავლობდნენ, ქვეყნის მართვის შესახებ. საინტერესო კი ის არის, რომ მაკიაველმა ქვეყნის მართვის ეტალონად, ალექსანდრე VI შვილი ჩეზარე ბორჯია აირჩია, არმიის მთავარსარდალი, რომელმაც ჩრდ. იტალია დაიპყრო. XVI საუკუნის დასაწყისში, მაკიაველი ჩეზარეს მოღვაწეობას სწავლობდა და მისი ტაქტიკით და პოლიტიკური იდეებით იყო აღფრთოვანებული. იქიდან მოყოლებული, მსოფლიო ისტორია იმ ადამიანების მიერი იყო ფორმირებული, ვინც ეს ტრაქტატი წაიკითხა. «მონა ლიზა» «მონა ლიზა», თანამედროვე მსოფლიოში, სავარაუდოდ, ხელოვნების ყველაზე ცნობილი შედევრია. ყოველდღიურად, უამრავი ადამიანი დადის ლუვრში მის სანახავად. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ არა ბორჯია, ეს პორტრეტი არ იქნებოდა. ჩეზარე ბორჯიას იტალიაში შეჭრის დროს, ლეონარდო და ვინჩი მასთან არქიტექტორად და სამხედრო ინჟინირად მსახურობდა. ჩეზარემ თავის პროტეჟეს დოკუმენტიც კი მისცა, რომლის ჩვენებისას, ყველა მას უნდა დამორჩილებოდა. გარდა ამისა, მთავარსარდალმა და ვინჩი აპენინების რეგიონში გაგზავნა, – ოლქში, რომელიც შემდგომში, «ჯოკონდას» ფონი გახდა... მხატვარმა აღნიშნულ პორტრეტზე მუშაობა 1503 წელს დაიწყო, როდესაც ის ჩეზარესთან მსახურობდა. თუმცა, მის დასასრულებლად, არაერთი წელი გახდა საჭირო... და ხელოვნების ეს ნიმუში არასდროს შეიქმნებოდა, რომ არა ის შემოქმედებითი თავისუფლება და შთაგონება, რომელიც ავტორს ბორჯიამ მისცა. ბორჯიას აპარტამენტები ალექსანდრე VI გარდაცვალების შემდეგ, პაპის სავარძელი იულიუს II დაიკავა და და მან განიზრახა, თავიდან ყველაფერი მოეშორებინა, რაც მის წინამორბედს უკავშირდებოდა. ხოლო, ლეონარდო და ვინჩის და მაკიაველის ნამუშევრები განადგურებას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ პაპის გარდაცვალების მომენტისთვის, დასრულებული არ იყო. ამერიკელი ინდიელების პირველი გამოსახულება პინტურიკიოს «აღდგომა» პირველი სურათი იყო, რომელზეც ამერიკის აბორიგენები იყვნენ გამოსახულები. ტილო 1494 წელს, კოლუმბის «ახალ სამყაროში» პირველი მოგზაურობიდან, 2 წლის შემდეგ შეიქმნა. ქრისტეფორე კოლუმბი ახალაღმოჩენილ მიწების ბუნებას და იქაურ მოსახლეობას დღიურში აღწერდა, რომელიც მოგვიანებით, რომის პაპს ჩაუვარდა ხელში. თანამედროვე მეცნიერების აზრით, პინტურიკიოს აღნიშნული ნამუშევარი აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ მხატვარს კოლუმბის პირადი დღიურის წაკითხვის საშუალება ჰქონდა და მან, მასში აღწერილი სურათის გასაცოცხლებლად, ყველაფერი გააკეთა. წმინდა პეტრეს ბაზილიკა წმინდა პეტრეს ბაზილიკა, კათოლიკურ სალოცავებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავად ითვლება და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი არქიტექტურულ ნაგებობადა. ითვლება, რომ შენობა იმ ადგილზე მდებარეობს, სადაც ადრე წმინდა პეტრეს საფლავი იყო. რომის იმპერატორს კონსტანტინეს ტაძრის აშენება სხვა ადგილზე უნდოდა, მაგრამ ალექსანდრე VI გავლენით, მისი მშენებლობა სწორედ იმ ადგილზე დაიწყო, სადაც გადმოცემით, წმინდა პეტრე იყო დაკრძალული. «ქალბატონი მარტორქით» რაფაელის ეს სურათი, დიდი ხნის მანძილზე, იდუმალებით მოცულად ითვლებოდა. აქამდე ცნობილი არ იყო, თუ ვინ იყო ქერა გოგონა, რომელსაც ხელში პატარა მარტორქითა უკავია. ახლა კი, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ სურათზე ასახული პიროვნება ალექსანდრე VI საყვარლის ქალიშვილი და მისი უკანონო შვილი არის. ქრისტეს თანამედროვე გამოსახულება დღეს, თანამედროვე ადამიანების წარმოდგენებში, ქრისტე უმეტესწილად, ევროპული გარეგნობის, ღია წაბლისფერი, სწორი თმის და ღია კანის მქონე ადამიანი არის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს აღწერილობა ძალიან ესადაგება, რენესანსის ეპოქის, ჩეზარე ბორჯიას გარეგნობას. მსგავსება იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თანამედროვე ეკლესიებში ქრისტეს ფრესკები და ხატები, სწორედ ჩეზარეს პორტრეტის მიხედვით არის შექმნილი. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მჭიდრო კავშირი ჰქონდა ალექსანდრე VI სახელოვნებო სამყაროსთან, მისი ვაჟი ჩეზარე, სავსებით შეიძლებოდა ყოფილიყო მიქელანჯელოს ქრისტეს გამოსახულების პროტოტიპი, რომელიც უფლის გამოსახულების კლასიკად ითვლება. იდეა იმის შესახეთ, რომ ქრისტეს თანამედროვე გამოსახულებებიდან ერთ-ერთი, ჩეზარე ბორჯიას პორტრეტს ძალიან ჰგავს, პირველად ალექსანდრე დიუმას გაუჩნდა. ეს აზრი იმდენად სარწმუნო ჩანდა, რომ ის მაშინვე გავრცელდა ბიბლიის თეორეტიკოსებს შორის. როგორც დიუმა ხსნიდა, თავდაპირველად, ქრისტეს ხატებზე არაევროპული გარეგნობა ჰქონდა და ამ ფაქტით ძალიან უკმაყოფილო იყო პაპი ალექსანდრე VI. ამიტომ, მან უფრო «ევროპული» გარეგნობის ქრისტეს ხატის შექმნა გადაწყვიტა და მხატვარს ქრისტეს პორტრეტის შექმნა დაავალა, რომლის მოდელი მისი ვაჟი — ჩეზარე უნდა ყოფილიყო. ხოლო, მას შემდეგ, რაც ქრისტეს ახალი გამოსახულება მზად იყო, პაპმა იმ სემიტური ხელოვნების ნიმუშების განადგურება ბრძანა, რომელზეც ქრისტე იყო გამოსახული, რითაც ქრისტეს ახალი ხატის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. ესპანეთის მიერ ამერიკის დაპყრობა თანამედროვე მსოფლიო ისტორია სრულიად სხვანაირი იქნებოდა, რომ არა ესპანელების მიერ, ამერიკის კოლონიზირება. კონკისკადორების მიერ, ახლად აღმოჩენილი კონტინენტების დაპყრობის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობის ამოწყვეტა, ან მათი ასიმილირება ხდებოდა. «ახალი სამყაროს» კოლონიზირება კი, ალექსანდრე VI გარეშე არ მოხდებოდა... 1493 წელს, კოლუმბის ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, პაპმა, ახალი მიწების ათვისებაზესხვა, სხვა ქვეყნებს უარი უთხრა და პაპის ბულა გამოსცა, რომლის თანახმად, «ახალი სამყარო» ესპანეთს ეკუთვნოდა. თავის მხრივ, ესპანეთმა განაცხადა, რომ ჩრდ. და სამხრ. ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობა ქრისტიანობა უნდა მიეღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დამონებულნი იქნებოდნენ. აღნიშნული კანონი, შემდგომში, ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდის მიზეზი გახდა, რაც თავის მხრივ, გეოგრაფიის და მთელს მსოფლიოში ძალთა ბალანსის ცვლილების მიზეზი გახდა და ამერიკის კონტინენტებზე, პირველი ევროპელების გამოჩენის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი 95%-ით შემცირდა.
არხის სხვა სიახლეები:იაპონელმა მეცნიერებმა COVID-ით ინფიცირების ახალი რისკი აღმოაჩინეს როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა უმრავლესობა სამედიცინო პირბადეს შეცდომით ატარებს დედამიწის იდუმალი თანამგზავრი – რა ხდება მთვარის «ბნელ» მხარეს? დედამიწის სიღრმეში ორი უძველესი კონტინენტი აღმოაჩინეს რა გავლენას ახდენს ტელეფონის ნომერი ჩვენს ცხოვრებაზე1077 6-ს მოსწონს
|