სხვა წითელი ნისლი - რა არის და საიდან ჩნდება ის? 2018, 29 აპრილი, 22:14 ![]() ეს უცნაური მოვლენა, რომელსაც „წითელ“ ან „მეწამულ ნისლს“, ხანაც „ხანძარ-მოჩვენებას“ ეძახიან, შეიმჩნევა მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცირედდასახლებულ რაიონებში. ყაზახეთში, ბაზარჩულანის რაიონში, 14 წლის გოგონა ბებიასთან ერთად ბაღჩაში მუშაობდა, როდესაც შენიშნეს პატარა ღრუბელი, 15-20 წუთში კი მათ მიუახლოვდათ ცეცხლის კედელი, რომელმაც ირგვლივ ყველაფერი დაფარა. შეშინებული ბებია და შვილიშვილი დასახლებისკენ გაიქცნენ. იქამდე 4 კილომეტრი იყო, ცეცხლიც უკან მიჰყვებოდათ, რამდენჯერაც უკან მოიხედეს, ცეცხლი უფრო და უფრო ახლოს იყო, მათთან ერთად გარბოდნენ ცხოველებიც. ცოტა ხანში „ცეცხლოვანი“ კედელი მათ დაეწია, გაასწრო და სადღაც შორს დაიკარგა. ![]() ![]() ![]() 1984 წელს რაპლაში, ესტონეთში, მსგავსი მოვლენა დაფიქსირდა. უამრავმა ადამიანმა ნახა ხანძარი, რომელიც არ არსებობდა. პირველი ზარი სახანძროში 20:36-ზე გაისმა. შეტყობინების თანახმად იწვოდა ხუტორი კეხტნე. 20:48-ზე იმავე ადამიანმა ბოდიშის მოსახდელად დარეკა: ეტყობა თვალებზე რაღაც მჭირს, მაგრამ აღნიშნულ ხუტორს ცეცხლი არ უკიდია, ხანძარი სადღაც უფრო შორსაა, მაგრამ ძალიან დიდი მასშტაბისო. კიდევ რამდენიმე შეტყობინება შევიდა იმავე დღეს ხანძრის შესახებ. 5 სახანძრო მანქანა დასდევდა „ხანძარს“, რომელსაც კვამლი არ ჰქონდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს უვნებელი სახლები ხვდებოდათ. ყველა გაოცებული აღნიშნავდა, რომ მსგავსი არასდროს არაფერი გაუგიათ. ![]() ![]() 113 1-ს მოსწონს
|