x
image
ირაკლი შავიძე
წითელი ნისლი - რა არის და საიდან ჩნდება ის?
image
ეს უცნაური მოვლენა, რომელსაც „წითელ“ ან „მეწამულ ნისლს“, ხანაც „ხანძარ-მოჩვენებას“ ეძახიან, შეიმჩნევა მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცირედდასახლებულ რაიონებში.

ყაზახეთში, ბაზარჩულანის რაიონში, 14 წლის გოგონა ბებიასთან ერთად ბაღჩაში მუშაობდა, როდესაც შენიშნეს პატარა ღრუბელი, 15-20 წუთში კი მათ მიუახლოვდათ ცეცხლის კედელი, რომელმაც ირგვლივ ყველაფერი დაფარა. შეშინებული ბებია და შვილიშვილი დასახლებისკენ გაიქცნენ. იქამდე 4 კილომეტრი იყო, ცეცხლიც უკან მიჰყვებოდათ, რამდენჯერაც უკან მოიხედეს, ცეცხლი უფრო და უფრო ახლოს იყო, მათთან ერთად გარბოდნენ ცხოველებიც. ცოტა ხანში „ცეცხლოვანი“ კედელი მათ დაეწია, გაასწრო და სადღაც შორს დაიკარგა.image

სოფელში პანიკა ატყდა. ეს თუ მირაჟი იყო, მაშ ცხოველები რაღამ შეაშინა? ან როგორ გადაადგილდებოდა ეს ნისლი ასე სწრაფად უქარო ამინდში? ასეთი რამ მოხუცებსაც კი არ გაეგონათ.image

80-იან წლებში მსგავს მოვლენას შეესწრო მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც ტუნგუსკის მეტეორიტის ადგილის გამოსაკვლევად მიემართებოდა. ისინი აღჭურვილები იყვნენ აპარატურით, მათ შორის ფოტოკამერებით. ერთ დღეს ჰორიზონტზე, ჩრდილოეთით, შენიშნეს უზარმაზარი ცეცხლის ალი, რაც ყველაზე საშინელი იყო, ეს ხანძარი მათი ბანაკისკენ მიიწევდა. ფიზიკოსებმა სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამი მათგანი დასაზვერად დაბრუნდა უკან. გაოცებულმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხანძარი გამქრალიყო, და რაც ყველაზე უცნაურია, მისი კვალიც კი არსად ჩანდა.image


1984 წელს რაპლაში, ესტონეთში, მსგავსი მოვლენა დაფიქსირდა. უამრავმა ადამიანმა ნახა ხანძარი, რომელიც არ არსებობდა. პირველი ზარი სახანძროში 20:36-ზე გაისმა. შეტყობინების თანახმად იწვოდა ხუტორი კეხტნე. 20:48-ზე იმავე ადამიანმა ბოდიშის მოსახდელად დარეკა: ეტყობა თვალებზე რაღაც მჭირს, მაგრამ აღნიშნულ ხუტორს ცეცხლი არ უკიდია, ხანძარი სადღაც უფრო შორსაა, მაგრამ ძალიან დიდი მასშტაბისო. კიდევ რამდენიმე შეტყობინება შევიდა იმავე დღეს ხანძრის შესახებ. 5 სახანძრო მანქანა დასდევდა „ხანძარს“, რომელსაც კვამლი არ ჰქონდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს უვნებელი სახლები ხვდებოდათ. ყველა გაოცებული აღნიშნავდა, რომ მსგავსი არასდროს არაფერი გაუგიათ.image

რა არის სინამდვილეში „წითელი ნისლი“? დაზუსტებული პასუხი ამ რთული, ერთდროულად ლამაზი და საშიში ოპტიკური მოვლენის წარმოშობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.image

0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0