![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042916032181694.jpg)
უმსხვილესი ქართული ონლაინ მონაცემთა ბაზა - "ეროვნული ფილმოგრაფია" ინფორმაციას შეიცავს ქართულ ფილმებსა და კინოინდუსტრიაში მოღვაწე პიროვნებების შესახებ. ბაზაში შესულია 100 წლის მანძილზე ქართველი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი ფილმები და ხორციელდება ბაზის მუდმივი განახლება. საიტი ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.
გთავაზობთ ბაზის მონაცემებით სხვადასხვა დროს გადაღებულ 15 ყველაზე პოპულარულ ქართულ ფილმს:
![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042916160881694.jpg)
ჩამონათვალში ლიდერობს მხატვრული ფილმი დათა თუთაშხია, რომელიც 7 სერიისგან შედგება, კინოფილმი 1978 წელსაა გადაღებული გიგა ლორთქიფანიძის მიერ. ფილმში ქართული კინოს თანავარსკვლავედია წარმოდგენილი, მთავარ როლებს ასრულებენ : ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, გირგოლ წიტაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, გურამ ფირცხალავა და ა.შ
აღნიშნული ფილმის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ფილმოგრაფიის საიტზე
139 901 ადამიანი გაეცნო
სოფიკო ჭიაურელი ფილმიდან "დათა თუთაშხია"
თენგიზ არჩვაძე და ოთახრ მეღვინეთუხუცესი ფილმიდან "დათა თუთაშხია"
სიაში მოხვდა 1990 წელს გადაღებული ქართული სატელევიზიო ფილმი "თეთრი ბაირაღები", რომლის რეჟისორიც ასევე გიგა ლორთქიფანიძეა. ფილმი ნოდარ დუმბაძის ნაწაროებების "თეთრი ბაირაღებისა" და "მზიანი ღამის" მიხედვითაა გადაღებული.
ამ ფილმის შესახებ ინფორმაციას საიტზე
75 824 ადამიანი გაეცნო.
რამაზ ჩხიკვაძე ფილმიდან "თეთრი ბაირაღები"
![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042916235681694.jpg)
გივი ბერიკაშვილი ფილმიდან "თეთრი ბაირაღები"
![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042916242981694.jpg)
![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042916272181694.jpg)
რეიტინგში მოწინავე ადგილზეა გიორგი ოვაშვილის 2009 წელს გადაღებული ფილმი "გაღმა ნაპირი". ფილმში მთავარ როლს თედო ბექაური ასრულებს.
![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042916320381694.jpg)
ფილმს დამსახურებული აქვს მსოფლიოს არაერთ საერთაშორისო ჯილდო. მათ შორისაა: ჟიურის მთავარი პრიზი სიეტლის 35-ე საერთაშიროსო კინოფესტივალზე, საერთაშორისო ჟიურის პრიზი პარიზის მე-7 საერთაშორისო კინოფესიტავლზე და ა.შ
ფილმს საიტზე
72 271 ადამიანი გაეცნო
ფოტო "ციფრული ფოტომატიანე"
ჩამონათვალში მოხვდა გიორგი შენგელაიას ფილმი "სიყვარული ვენახში", რომელიც 1998 წელსაა გადაღებული, ფილმი დიდ ეკრანზე 2000 წელს გამოვიდა.
![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042916441781694.jpg)
კინოფილმი პირველ ქართულ ეროტიკულ ფილმადაა მიჩნეული, ფილმი იტალიური ეროტიკის ტინტობრასეულ სტილშია გადაღებული. მთავარ როლებს ია ფარულავა და ზაზა პაპუაშვილი ასრულებენ.
აღნიშნულ ფილმს საიტზე
71 732 ადამიანი გაეცნო
ია ფარულავა და ზაზა პაპუაშვილი ფილმიდან "სიყვარული ვენახში"
ია ფარულავა და გერმანელი მსახიობი სელენა ვიეჩორეკი ფილმიდან "სიყვარული ვენახში"
![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042916461081694.jpg)
რეიტინგში მოხვდა 1992 წელს თემურ ბაბლუანის მიერ გადაღებული ფილმი " უძინართა მზე". საკულტო ფილმში მთავარ როლებს დავით კაზიშვილი, ელგუჯა ბურდული, ლია ბაბლუანი ასრულებენ.
![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042916504481694.jpg)
ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1992 წელს.
ფილმს საიტზე
72 220 ადამიანი გაეცნო.
ჩამონათვალში მოხვდა ზაზა მერაბიშვილის 2007 წლის ფილმი "ქურდი", რომელსაც 59 998 ადამიანი გაეცნო. რეიტინგში ასევე მოხვდა ერეკლე ბადურაშვილის "კიდევ ერთი ქართული ისტორია", სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ნანიკო ხაზარაძე ასრულებს.
კადრი ფილმიდან "კიდევ ერთი ქართული ისტორია"
![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042916584981694.png)
~
![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042917011181694.jpg)
აღნიშნულ ჩამონათვალში მოხვდა ლევან თუთბერიძის 2005 წელს გადაღებული ფილმი "გასეირნება ყარაბახში", სადაც მთავარ როლს ლევან დობორჯგინიძე, მიშა მესხი და ნუცა კუხიანიძე ასრულებენ.
ფილმს საიტზე
53 732 ადამიანი გაეცნო
მიშა მესხი ფილმიდან "გასეირნება ყარაბახში"
![15 ყველაზე პოპულარული ქართული ფილმი
ცნობილია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201804/2018042917035281694.jpg)
ჩამონათვალში ასევე მოხვდა სოსო ჯაჭვლიანის ორი ფილმი: "სვანი" და "მაიტა ნასოსი", ზაზა კოლელიშვილის მხატვრული ფილმი "გარიგება", ზაზა ურუშაძის "სამი სახლი", ლევანა კოღიაშვილის "ქუჩის დღეები", ნანა ჯორჯაძის "ზაფხული, ანი 27 დაკარგული კოცნა" და ფილმი"აბეზარა"
ნატო მურვანიძე ფილმიდან "სამი სახლი"