x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უგნურმა ხუმრობამ კინაღამ ახალგაზრდა გოგონა შეიწირა(ვიდეო)
imageსამხრეთ პოლონეთში ქალაქ ჩეხოვიცე-ძეძიცეში ორი მოზარდი გოგონა ტროტუარს მიუყვებოდა, როდესაც მათ გასწვრივ ავტობუსი გამოჩნდა, გოგონას უნდოდა გახუმრებოდა თავის მეგობარს და მხარი ჰკრა, შედეგად 17 წლის გოგონა დაეცა, რა დროსაც ავტობუსის უკანა საბურავმა კინაღამ თავზე გადაურა.


უგნური ხუმრობის ავტორი აშკარად შეცბა და შეშფოთდა, არ ეგონა თუ ასეთ შედეგს მიიღებდა, რის შემდეგაც თავის დაქალს ჩაეხუტა.


ინციდენტის შემდეგ შეჩერდა ავტობუსი და გზად მიმავალი მსუბუქი ავტომობილები, ერთ-ერთი მანქანიდანაც გადმოვიდა და გოგონას ფიზიკური მდგომარეობა იკითხა.

ავტობუსიდან გადმოვიდა საქალაქო ავტობუსის 52 წლის მძღოლიც, რომ გოგონას მდგომარეობა შეემოწმებინა.



როგორც პოლონური პორტალი Czecho.pl იუწყება, ინციდენტის მომწყობი გოგონა დაჯარიმდა 300 ზლოტით(70 ევრო), თუმცა როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, ვიდეოფირის ნახვის შემდეგ ისინი ახალგაზრდა გოგონას მიმართ ბრალდების დამძიმებას აპირებენ, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ქმედებას მოიცავს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეოimage

ასევე დაგაინტერესებთ
image

2
129
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
129
  
2018, 29 აპრილი, 12:33
ჰოოდა სწორედ შენსავით იფიქრეს სამართალდამცავებმა და ბრალდება იმიტომ დაუმძიმეს....
2018, 29 აპრილი, 12:06
ამ ვიდეოს ვუყურებ , ცოტა არიყოს განგებ გაკეტებულს ჰგავს.იმიტომ , რომ აშკარად შენისნა ავტობუსი
0 1 2