x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალიდან 11 000 ლარი გაიტაცეს (ვიდეო)
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში „ლიბერთი ბანკის“ ადგილობრივი ფილიალი დააყაჩაღეს. თავდამსხმელმა, რომელიც მარტო მოქმედებდა 11 000 ლარის გატაცება შეძლო. შემთხვევა სამუშაო საათებში მოხდა.


როგორც თვითმხილველი, მოლარე-ოპერატორი ამბობს, გამტაცებელი შეიარაღებული იყო, რის გამოც წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, თუმცა ნიღაბი არ ეკეთა. თვითმხილველები დანამდვილებით ამბობენ, რომ თავდამსხმელი სოფლის მკვიდრი არ არის და მისი ამოცნობა ვერ მოახერხეს.


ფაქტზე მოკვლევას შინაგან საქმეთა დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს. გამოძიებამ თვითმხილველები უკვე დაკითხა.



0
261
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0