ქალი და მამაკაცი როგორ უკუაგდო თინა კანდელაკმა ბრიუს უილისი 2018, 27 აპრილი, 16:30
Synergy Insight Forum-ზე თინა კანდელაკმა გაიხსენა ჰოლივუდის ვარსკვლავთან ბრიუს უილისთან შეხვედრა. ცნობილი ტელეწამყვანი მაშინ შეხვდა ჰოლივუდის ვარსკვლავს, როდესაც პროგრამაზე "Истории в деталях" მუშაობდა, თინას შესთავაზეს ინტერვიუ აეღო ამერიკელი მსახიობისგან, როგორც თვითონ თინა ამტკიცებს, ინიციატივა თვითონ უილისისგან უფრო მოდიოდა, ამიტომ ეგონა, ეს რაღაც ლაზღანდარობა იყო. " ყოველდღე მირეკავდნენ, მეუბნებოდნენ, რომ უილისი რაღაც მულტფილმს ახმოვანებს, სადაც ის კურდღელს თამაშობს, მე და ჩემს პროდიუსერს გვეგონა, რომ ნაღდად სახუმარო "ფარულ კამერაში" ჩაგვრთეს, რომელიც პირველ არხზე გადის, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ შეხვედრა."-იხსენებს კანდელაკი. "ვდგავარ, ველოდები, მოვიდა მანქანა, იქიდან გადმოდის კაცი, ვხედავ, რომ ეს ნაგიევი არ არის, მომიახლოვდა და მითხრა:"Hi, Tina. How are you?"(სალამი თინა როგორ ხარ?)და მე ვხდევი, რომ ეს ნამდვილად ცოცხალი უილისია და მან იცის ჩემი სახელი! შოკში ჩავარდი!" ბრიუს უილისმა ორიოდე დღე დაჰყო მოსკოვში და როდესაც მიდიოდა კვლავ ისურვა თინასთან შეხვედრა: "რამდენიმე დღეში ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ უილისს შენთან დამშვიდობება სურდა, წავედი შესახვედრად, ის გამოვიდა ჩემთან და მითხრა:'წამოხვალ ჩემთან?"მე რა თქმა უნდა არსად გავყევი, ჩემი საკუთარი ცხოვრება მქონდა. როგორც თინა აღნიშნავს, ეს ისტორია იმიტომ მოჰყვა ფორუმზე, რომ ცხოვრება წარმატებულად აეწყო სწორედ ნეგატიური გამოცდილებების ხარჯზე და მათ რიცხვშია მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავთან არშემდგარი რომანიც.
451 6-ს მოსწონს
|