კინო იური იაკოვლევს 90 წელი შეუსრულდებოდა-10 საინტერესო ფაქტი პოპულარულ საბჭოთა მსახიობზე 2018, 25 აპრილი, 12:43 1928 წლის 25 აპრილს მოსკოვში დაიბადა საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იური იაკოვლევი, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "ბედის ირონია ანუ გაამოთ", "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას" "ჰუსარული ბალადა", "ადამიანი არსაიდან"და სხვები.გთავაზობთ 10 სიანტერესო ფაქტს მსახიობის ცხოვრებიდან.
1)20 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა და მიიღო საშუალო განათლება, პარალელურად მუშაობდა ამერიკის საელჩოს გარაჟში, ავტომობილებს არემონტებდა, (დედას ფინანსურად ედგა მხარში)კინოინსტიტუტში სცადა ჩაბარება, მაგრამ უარი უთხრეს: არაკინოგენური ხარო, შემდეგ თეატრალურ სასწავლებელში სცადა, იქ კიდევ კომისიის წევრმა ვლადიმერ ეტუშმა დაიწუნა, (ეს ისაა, "სასიძო" "კავკასიელი ტყვე ქალიდან")მას ცეცილია მანსუროვა შეეწინააღმდეგა, "შეხედე რა თვალები აქვსო!", ასე მოხვდა შუკინის სახელობის თეატრალურ სასწავლებელში. 2)მისი კონოდებიუტი შედგა 1953 წელს საბჭოთა-ალბანურ ფილმში "სკანდებერგი -ალბანეთის დიდი მეომარი"(მთავარ როლს აკაკი ხორავა ასრულებდა)სადაც კანის ფესტივალზე 1954 წელს სპეციალური პრიზიც დაიმსახურა. 3)იური იაკოვლევმა იცოდა მოსკოვის ისტორია სულ ზეპირად, შეეძლო ესაუბრა ნებისმიერ ქუჩაზე, არქიტექტურულ ძეგლზე, იცოდა ნებისმიერი ჩიხი, სრულიად თავისუფლად შეეძლო ისტორიული ნაშრომი დაეწერა მოსკოვზე ან თუნდაც ქალაქის ექსკურსია-გიდად ემუშავა ტურისტებისათვის. 4)იური იაკოვლევს ფილმის "ბედის ირონია ანუ გაამოს" გამოსვლის შემდეგ ყველა იპოლიტს ეძახდა, მას ბევრჯერ გაუგონია მის ზურგსუკან მიძახილი:"შეხედეთ იპოლიტმა გაიარა." 5)კომედიაში "ივან ვასილის ძე ძე იცვლის პროფესიას" იაკოვლევმა ორი რადიკალურად საწინააღმდეგო როლი შეასრულა-სახლმმართველის ბუნშის და მეფის-ივანე მრისხანის, რის გამოც მსახიობი ფილმის რეჟოსირის, ელდარ რიაზანოვის ძალზე მადლიერი იყო. 6)მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული:თეატრალურ წრეებში იგი ცნობილი იყო თავისი სასიყვარულო თავგადასავლებით. მისი პირველი ცოლი იყო ექიმი კირა მანჩულსკაია. ქორწინება გრძელდებოდა თითქმის 10 წელიწადი. მსახიობის მეუღლეს ბავშვი დიდხანს არ უჩნდებოდა, ბოლოს როგორც იქნა დაორსულდა, თუმცა გაირკვა, რომ ქმარი ამ დროს უკვე სხვა ქალთან დაძვრებოდა და არ დაუმალავს. საბოლოო ჯამში, როდესაც კირას შეეძინა ქალიშვილი, აღმოჩნდა, რომ იაკოვლევისგან ფეხმძიმედ იყო მსახიობი ეკატერინე რაიკინა, (არკადი რაიკინის ქალიშვილი)რომელიც იურის მეორე ცოლი გახდა, მათი ურთიერთობა 3 წელიწადს გაგრძელდა, იაკოვლევი მესამედ და საბოლოოდ დაქორწინა თეატრალური მუზეუმის დირექტორზე ირინა სერგეევაზე, რომელთანაც 40 წელიწადი იცხოვრა. 7)ბევრისთვის უცნობია ალბათ ის ფაქტი, რომ იაკოვლევი ახმოვანებდა მრავალ ცნობილ მუტლფილმს, კადრს მიღმა ფილმებს(მაგალითად "გაუფრთხილდი ავტომობილს"), მთლიანად კი იაკოვლევმა 71 ფილმში ითამაშა, ხოლო თეატრში 42 როლი შეასრულა. 8)პირველი დიდი პოპულარობა მსახიობს მოუტანა ელდარ რიაზანოვის ფილმმა "ჰუსარული ბალადა", რომელიც 1962 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მაშინვე შლაგერად იქცა. ეს კომედია თითქმის 50 მილიონმა მაყურებლმა ნახა. 9)იური იაკოვლევი 2013 წლის 30 ნოემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.სიკვდილის მიზეზი იყო გულის შეტევა ან ფილტვის შეშუპება.მსახიობი 85 წლის იყო. 10)იური იაკოვლევს ძალიან უყვარდა ცხოველები.მისმა საყვარელმა ძაღლმა, სპანიელმა ბუსმა მსახიობის გარდაცვალების შემდეგ კიდევ 4 წელიწადი იცოცხლა, თუმცა პატრონის კაბინეტში ერთი წლის განმავლობაში აღარ შედიოდა. 183 6-ს მოსწონს
|