x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს და ტაძარი დროებით დაკეტეს

image

.

გერგეტის სამება მომლოცველებისა და ტურისტებისთვის დაკეტილია. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ეკლესიაში იატაკი აყარეს. ტაძრის ერთ-ერთი მღვდელმსახურის, მამა ილარიონის განმარტებით, იატაკი ხელახლა უნდა დააგონ, მანამდე კი გათბობა უნდა გაკეთდეს. მისივე თქმით, ყველა სამუშაო საპატრიარქოსთან და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არის შეთანხმებული.
.
„ბერები მუშაობდნენ, ფილები გამოჰქონდათ და ვერ შევედით. გვითხრეს, რომ ორი კვირა ტაძარი ტურისტებისთვის დაკეტილი იქნება“, - ამბობს ტურისტული გიდი თამილა დვალიშვილი.
.
თვითმხილველების თქმით, ტაძარში მტვრის ბუღი იყო, რის გამოც ხატები და ნივთები პოლიეთილენის პარკებში იყო გახვეული.
.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ბარამიძის განმარტებით, გერგეტის ტაძარში იატაკი 2000 წელს გაკეთდა და ცოტა ხნის წინ, განახლების ნებართვა გაიცა.
.
„სამებაში არიან სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები - ხელოვნებათმცოდნე და არქიტექტორ-რესტავრატორები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არაფერი საგანგაშო არ ხდება“, - აღნიშნა ბექა ბარამიძემ.
.
გერგეტის სამება მე-14 საუკუნეშია აგებული. ტაძარი დაბა სტეფანწმინდიდან 6 კილომეტრში მდებარეობს და ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია.
.
0
227
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0