x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
SOS - ტურისტებმა დავით გარეჯის კომპლექსში უნიკალური ფრესკები დააზიანეს
image


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს. ფრესკებზე სხვადასხვა საშუალებებით წარწერებია გაკეთებული. ერთ ადგილას კი პოლონეთია ამოკაწრული... ამის ამსახველ კადრებს „მოამბე“ ავრცელებს.


კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქმე ვანდალიზმს შეეხება და შესაბამის უწყებებს მოკვლევისთვის უკვე მიმართა.



სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ფრესკებზე ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებებია და მათი აღდგენა შესაძლებეელია.



სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება, კულტუტული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი იმაზე მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე ეს სოციალურ ქსელშია.


„მეგობრებო მე დღევანდელი პოსტი იმიტომ დავდე, რომ გარშემო ამდენი ნეგატიური ინფორმაციის ფონზე დადებითი ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის. პრობლრმები ვიცით, იმაზე მეტიც ვიდრე სოციალურ ქსელში ჩანს. ერთი წამით არ ისვენებს სააგენტო ყველა მიმართულებით. შედეგებიც გვაქვს, ზოგჯერ წარუმატებლობებიც, მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ. ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენაზე სააგენტოს მიმართ ლანძღვა (არ მომერიდება ამ სიტყვის) არაობიექტურია. მე მინდა დაგანახოთ რომ პოზიტიურებიც მრავლად არის დარგში.
.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და იმათ ვინც გვაკრიტიკებს (ზოგჯერ ობიექტურად და ხშირ შემთხვევაში დაუმსახურებლად) ჩვენ ყველას აზრს ვითვალისწინებთ (შესაზლებლობის ფარგლებში რა თქმა უნდა) - წერს ანთიძე.
.
image
image
image
image
3
96
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
96
  
2018, 23 მაისი, 7:25
პოლონელები იყვნენ მგონი ეხლა, შეხედე წარწერას.
2018, 23 მაისი, 7:24
რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ ადგილებში რომ ასეთი საქციელის პრევენცია მოხდეს? ყველგან კამერები უნდა დაყენდეს ალბათ ასეთ ადგილებში, რომელიც მიტოვებულია შედარებით და ტურისტებს ყურადღება ვერ ექცევა ადგილზე.
2018, 23 მაისი, 5:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3