საზოგადოება სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა 2018, 23 აპრილი, 16:47 სომხეთის ახლადარჩეული პრემიერმინისტრი სერჟ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა. "ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო, მე ვცდებოდი", - ამ სიტყვებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. სარგსიანი განცხადებაში მადლობას უხდის ქვეყნის ყველა მოქალაქეს გაწეული სამსახურისთვის. მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს, თუმცა ის გადადგომას ირჩევს საპროტესტო აქციები ერევანში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, დღეს დილით კი გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ჯარმა სამხედრო ნაწილები დატოვა და საპროტესტო აქციაზე, ხალხის გვერდით დადგა. ამავე თემაზე: ერევანში ჯარი ხალხის გვერდით დადგა და აქციას შეუერთდა (ვიდეო) 24 შეფასება არ არის
|