x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
ქალაქი _ არაფორმალების თავშეყრის ადგილი

არაოფიციალურ-არაფორმალთა ისეთი ჯგუფები, როგორიც არიან ჰიპები, როკერები, ფაშისტები, სატანისტები და სხვანი, ძირითადად, მოქმედებენ მსხვილ ქალაქებში. "არაფორმალისტების" ურბანისტული ხასიათი შემთხვევით მოვლენას არ წარმოადგენს. ქალაქი _ ეს არის სოციალური და ეკონომიკური, ზნეობრივი და დემოგრაფიული, ეკოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემების კონცენტრაციის ადგილი განსაზღვრულ ტერიტორიაზე. პრობლემები კი მრავალია: რასისტული, გენდერული, დისკრიმინაციული, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა სახის.
image

image

imageimage
image
ძნელია წარმოიდგინო სოფლელი პანკი, ან ჰიპი... სოფლის საზოგადოებრივი აზრი, ამ მხრივ, მკაცრია. არაოფიციალები თვითრეალიზაციას მხოლოდ ქალაქად ყოფნისას ახორციელებენ.

არაოფიციალების ფორმირებებში გაერთიანებული ახალგაზრდების გატაცების საგანი მრავალმხრივია, დაწყებული მუსიკიდან, დამთავრებული სხვადასხვა მასტიმულირებელი საშუალებების _ ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკული ნივთიერებების _ მიღებით დამთავრებული. არაფორმალების ზოგიერთი გამოხატულება შეიძლება მხოლოდ ხარკი იყოს დროისა და ასაკისათვის, ამიტომ, როგორც წესი, წარმავალია, ზოგიერთი კი შედარებით მდგრადია.


1
60
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნარილა
ნარილა
60
  
2012, 29 ივნისი, 1:26
ეჰ საქართველო :(
0 1 1