x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
რა უნდა იცოდეთ კარგი ღვინის შესაძენად - რჩევები ღვინის მოყვარულებს

image

მაღაზიაში კარგი ღვინის საყიდლად სულაც არ კმარა მხოლოდ სურვილი და ფული. აუცილებლად უნდა იცოდეთ წესები, თუ როგორ შეარჩიოთ კარგი და ხარისხიანი ღვინო, როგორ არ მოტყუვდეთ არჩევანში და არ აღმოჩნდეთ უხარისხო ან ფალსიფიცირებული ღვინის ბოთლით ხელში.

საცობი

image

ყურადღება მიაქციეთ საცობს. როგორც წესი, ითვლება, რომ რაც უფრო ცუდად გამოიყურება ბოთლიდან ამოღებული საცობი, მით უფრო დიდი ხნის არის იგი. თუმცა, თუ ხელში კარგად გაშავებული და ნახევრად ჩაფშვნილი საცობი შეგრჩათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვინო არ ინახებოდა სათანადო პირობებში. საქმე ის არის, რომ ღვინოებს, რომელთა შენახვაც მრავალი წლით არის გათვალისწინებული, საცობებს 15-20 წელიწადში ერთხელ უცვლიან.

ხშირად საცობზე დატანილია მწარმოებლის კოდი. ბოთლის ღვინის საცობი მწარმოებლის გერბით ან ემბლემითაც არის ხოლმე დამშვენებული. ხშირად საცობზე მოცემულია ღვინის სრული დასახელება და მოსავლის აღების წელი. წარწერა ფრანგულ ღვინოზე "მის ენ ბოუტეილლე ა ლა პროპრიეტე", ანუ ჩამოსხმულია მწარმოებლის მიერ, მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქციას არ დაუტოვებია ადგილობრივი მეურნეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ მოუთავსებიათ ცისტერნებში. ტრანსპორტირება ნებისმიერი სწორად დაყენებული ღვინისთვის მომაკვდინებელი სტრესია. თუ ბოთლიდან ამოღებული საცობის ქვედა მხარეს შენიშნეთ თეთრი კრისტალები - თეთრი ღვინის შემთხვევაში, და მოვარდისფრო - წითელი ღვინის შემთხვევაში, არ შეშინდეთ, ეს არის მჟავა, რომელიც მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს. მას მერე, რაც ამ დეტალებს გაითვალისწინებთ, შეიძინეთ ხარისხიანი ღვინო და გემრიელად დააგემოვნეთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ლინკზე: allwine.ge

0
369
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0