კინო გარდაიცვალა "ოსტინ პაუერსის" ვარსკვლავი-ვერნ ტროიერი 2018, 22 აპრილი, 11:31 ამერიკელი მსახიობი და სტენდალ-კომიკოსი ვერნ ტროიერი, რომელმაც სახელი გაითქვა ისეთი როლებით ფილმებიდან, როგორიცაა "ჰარი პოტერი" და ოსტინ პაუერსი" 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც TMZ იუწყება, ტროიერმა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში დალია სული, სადაც ის ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში დააწვინეს.პოლიციის ინფორმაციით მსახიობი სამკურნალო დაწესებულებაში ალკოჰოლით მოწამვლის გამო მოხვდა.მას ასევე სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება, აღსანიშნავია, რომ იგი დიდხანს ებრძოდა ალკოჰოლიზმს. ტროერი ჯუჯა იყო, სულ 81 სანტიმეტრი, ქართველი მაყურებლებისთვის ის ცნობილი გახდა ფილმებით "ოსტინ პაუერსზე", "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა", "კაცები შავებში" და სხვა. 176 5-ს მოსწონს
|