x
image
თორ ნიკე
როგორ ხსნის ევოლუციის თეორია ჰომოსექსუალობას?
რიჩარდ დოკინსი


ინგლისელმა მეცნიერმა რიჩარდ დოკინსმა ისაუბრა ჰომოსექსუალობის შესახებ და განაცხადა, რომ ის არის გენეტიკური ფაქტორებით გამოწვეული გადახრა, თუმცა ამ გენების სრულად გამოვლენას სჭირდება შესაბამისი გარემო-პირობები.


"ჩემი შეკითხვაა: ისეთი რაღაცებისთვის, როგორიც ჰომოსექსუალობაა, ადამიანები, ვინც ევოლუციას ეწინააღმდეგებიან, დაჟინებით იტყვიან, რომ დარვინისტული თვალსაზრისით, არ არსებობს მიზეზი, რომ ფლობდე ამ თვისებას. ეს ძალიან ხშირი შეკითხვაა, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა, რომელსაც მისვამენ ხოლმე. როგორაა შესაძლებელი, რომ ჰომოსექსუალობა გადადის თაობიდან თაობაში? რატომ უბრალოდ არ ქრება? რატომ არ იშორებს მას ბუნებრივი გადარჩევა?


პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია პრობლემა, თუ იგი მემკვიდრეობით მიღებული თვისებაა. ამისთვის მტკიცებულებაა საჭირო. მტკიცებულება კი ტყუპების კვლევებიდან მოდის. თუ თქვენ სამოდელოდ აიღებთ მონოზიგოტურ, იდენტურ ტყუპებს და დააკვირდებით მათ ნებისმიერი რაღაცის შესახებ, წონას, სიმაღლეს, მუსიკალურ შესაძლებლობებს, ნახავთ, რომ ისინი ბევრად უფრო ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე ორი კვერცხუჯრედიდან განვითარებული და მაშასადამე არაიდენტური ტყუპები, თან ბევრად მეტად.



ეს გვაფიქრებინებს, რომ თვისება, რომელიც გვაინტერესებს, მემკვიდრეობითია. მემკვიდრეობითი ნიშნავს, რომ არსებობს გენეტიკური კომპონენტი, პოპულაციაში არსებული ვარიანტისთვის, ჩვენთვის საუკეთესო თვისებასთან მიმართებით. სიმაღლესთან, მუსიკალურ შესაძლებლობებთან და სხვა თვისებებთან მიმართებით. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ დიდი თუ მცირე ხარისხით არსებობს გენეტიკური კომპონენტი, არსებობს მემკვიდრეობითობა. და ასეა ჰომოსექსუალობის შემთხვევაშიც. თუ იცი ერთი ტყუპის ცალის სექსუალური ორიენტაცია, უკეთ შეგიძლია ივარაუდო მეორე ტყუპის სექსუალური ორიენტაცია, თუ ისინი მონოზიგოტურები არიან, ვიდრე იმ შემთხვევაში როცა ისინი დიზიგოტურები არიან. ასე რომ გვაქვს მემკვიდრეობითობა, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს დარვინისტული პრობლემაც.


ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვა: რატომაა, რომ ჰომოსექსუალობა მამაკაცებში გადარჩა თაობიდან თაობაში? იმის გათვალისწინებით, რომ ერთი შეხედვით, ბუნებრივ გადარჩევას ის უნდა მოეშორებინა. არსებობს ბევრი ვარაუდი. მაგალითად არსებობს "მუშა ფუტკრის" ჰიპოთეზა, რომ მამრებს შეუძლიათ იზრუნონ დისწულებზე და ძმისწულებზე, ვიდრე თავიანთ შვილებზე. ასე რომ არ იყო სექსუალურად აქტიური, ჰეტეროსექსუალურად აქტიური, არ ნიშნავს, რომ ამის გამო ბუნებრივი გადარჩევით გაიცხრილები. მსგავსი რამ შესაძლოა ცოტა უცნაურ იდეად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში შესაძლოა იყო დრო, როცა დომინანტი მამრები, რომლებსაც ჰყავდათ ჰარამხანები, ნადირობისას ქალებს და ბავშვებს უტოვებდნენ მამრებს, რომლებიც მათი აზრით "სანდოები" იყვნენ. დემონსტრაციულად ჰომოსექსუალი მამრი, შეიძლება ითქვას რომ ამ საქმეში იქნებოდა რჩეული დომინანტი მამრისთვის, ვინაიდან სანდოდ მიიჩნევდა.


ცხადია ბევრი ჰომოსექსუალი მამრი სინამდვილეში ბისექსუალი იყო. ამას შესაძლოა წარმოეშვა ალტერნატიული მეთოდი მამრისთვის რომ ჰქონოდა უფრო ადვილად წვდომა მდედრებთან. როგორიცაა მაგალითად ქცევა, რომ თავი მოიკატუნო, თითქოს ქალები არ გაინტერესებს. არა განზრახ თავის მოკატუნება, ამაზე არ ვსაუბრობ. ესეც ერთ-ერთი ჰიპოთეზაა, თუმცა მე ამ ორიდან არც ერთი მომწონს.


მე მირჩევნია ვთქვა რაღაც უფრო ნიუანსური, როგორიცაა... როცა ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცის გენზე, იქნება ეს ჰომოსექსუალობა თუ ნებისმიერი სხვა რამ, ჩვენ არ ვგულისხმობთ რომ გენს უეჭველად ექნება ეს ეფექტი. გენს თავისი ეფექტი მხოლოდ მისი გამოვლინებისთვის ხელსაყრელ გარემოში აქვს. შესაძლებელია, რომ გენი, რომელსაც აქვს მამაკაცებში ჰომოსექსუალობის გამომწვევი ეფექტი, დღევანდელ გარემოში ახლანდელ ტექნოლოგიურ, ცივილიზებულ გარემოში, არ ექნებოდა იგივე ეფექტი სხვა გარემოში. ეს მხოლოდ შესაძლო მაგალითია, ამის არანაირი მტკიცებულება ჯერჯერობით არ გვაქვს. შესაძლო მაგალითი იქნებოდა: იქნებ ბოთლით კვება ავლენს ამ გენს, ამ გენის ეფექტს - იქნებ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბიჭი, რომელსაც აქვს ეს გენი ჰეტეროსექსუალია, მაგრამ ბოთლით კვებაზე მყოფი ბიჭი, რომელსაც ეს გენი აქვს ჰომოსექსუალია.. ბოთლების გამოგონებამდე ეს გენი არ გამოიხატებოდა, როგორც ჰომოსექსუალობა. შესაძლოა რასაც ახლა ვაკვირდებით, არის ერთი და იმავე გენის განსხვავებული ექსპრესია (თვითგამოხატვა). მე არ ვემხრობი ამ კონკრეტულ იდეას, არამედ მე მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი მაგალითი იმისთვის რომ დავინახოთ არსი გენების მუშაობისა, რომ გენის ეფექტი არ არის მთლიანად მიმაგრებული ამ გენთან, არამედ დამოკიდებულია გარემოზეც, რომელშიც ინდივიდი იზრდება."






წყარო: ფეისბუქგვერდი paleblue.ge


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
426
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0